2 0 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დედა-შვილი, რომლებიც ირანში იყვნენ ნამყოფი, ლაგოდეხის პუნქტიდან უკან დაბრუნდნენ

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან საქართველოში შემოსვლას ცდილობდა დედა-შვილი, რომლებიც ირანში იყვნენ ნამყოფი. დედა საქართველოს მოქალაქეა, შვილი კი უკრაინის.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დოკუმენტების ნახვის შემდეგ, მესაზღვრეებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა მათ კარანტინში გადაყვანა შესთავაზეს, რაზეც დედამ უარი განაცხადა და შვილთან ერთად უკან, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიბრუნდა.

მათთან ერთად იმყოფებოდა ქალის მეუღლე, რომელიც ცოლ-შვილის დასახვედრად საქართველოდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადავიდა, თუმცა, ის ირანში არ იყო ნამყოფი და მესაზღვრეებმა საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალება მისცეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილებაში ამბობენ, რომ მოქალაქეებს რესპირატორული ინფექციის არანაირი სიმპტომი, მათ შორის, არც მომატებული ტემპერატურა აღენიშნებოდათ, მაგრამ ვინაიდან დედა-შვილის ირანში ყოფნიდან საინკუბაციო პერიოდი გასული არ იყო, მათი საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში, კარანტინში მოთავსება იქნებოდა აუცილებელი. რაც შეეხება ქალის მეუღლეს, ის ირანში ნამყოფი არ იყო და არც რაიმე სიმპტომი აღენიშნებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...