0 5 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბილაინი მომხმარებლის ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სოციალური პლატფორმა Feedc-ის პარტნიორია

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი ბილაინი, ადგილობრივი სტარტაპების მხარდაჭერის ფარგლებში, ქართველი სტუდენტის მიერ შექმნილი უნიკალური სოციალური პლატფორმა Feedc-ის პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის თანახმად, ბილაინი სარეკლამო მხარდაჭერას გაუწევს Feedc-ს, რომლის გამომწერთა რაოდენობა ამ დროისთვის თვეში 200,000 აქტიურ მომხმარებელს აჭარბებს.

პლატფორმის ლოგიკა მომხმარებლის ადგილმდებარეობაზეა დაფუძნებული - მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, იხილოს პოსტები იმ ლოკაციის მიხედვით, სადაც იმყოფება, ან მონიშნოს მისთვის სასურველი ტერიტორია და, შესაბამისად, ყოველთვის იყოს მისთვის საინტერესო მოვლენების საქმის კურსში.  არსებული სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, Feedc-ის მომხმარებელი ხედავს იმ ადამიანების პოსტებს, რომლებიც მის მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე იმყოფებიან და არა მაინცდამაინც იმ ადამიანების პოსტებს, რომლებიც დამეგობრებული და გამოწერილი ჰყავს. Feedc-ს არსებული სოციალური ქსელებისგან გამოარჩევს ისიც, რომ მოწონება/არმოწონება ანონიმურია, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის თავისუფლებას დამატებითი გავლენებისგან. აპლიკაციას აქვს ენების ფილტრაციის ფუნქცია და მომხმარებელს შეუძლია იხილოს მხოლოდ არჩეულ ენაზე დაწერილი პოსტები, რაც მნიშვნელოვანი სარგებელი შეიძლება აღმოჩნდეს იმიგრანტებისთვის, რომ უცხო ქვეყანაში თავიანთ ენაზე მოსაუბრე ადამიანების აღმოჩენა მარტივად შეძლონ.

COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით, Feedc-ის გუნდი უკვე ნერგავს სიახლეს - დისტანციური სწავლებისთვის განკუთვნილ სივრცეს Feedc Edu, რითაც დაეხმარება საგანმანათლებლო დაწესებულებებს დისტანციური სწავლების განხორციელებაში. Feedc Edu-თი სარგებლობას საგანმანათლებლო დაწესებულებები რამდენიმე დღეში უფასოდ შეძლებენ და მისი გამოყენება ძალიან მარტივი იქნება - პლატფორმაზე მასწავლებელი შექმნის კლასს, რომელშიც ემატებიან მოსწავლეები და მასწავლებელი პირდაპირ შეძლებს ვიდეოგაკვეთილის ჩატარებას. ვიდეოგაკვეთილის პარალელურად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, ცოცხალ რეჟიმში დაწერონ კომენტარები.

„ჩვენ Feedc-ის გამოჩენისთანავე დავინტერესდით ახალი სოციალური პლატფორმით, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ქართული სტარტაპების მხარდაჭერა ბილაინის ციფრული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მხარდაჭერაში ჩვენ ვგულისხმობთ ჩვენი კომპანიის მხრიდან აქტიურ თანამონაწილეობას - როგორც წესი, სტარტაპის პოპულარიზაციისა და მოხმარების გაზრდის ხელშეწყობას. Feedc-მა იმითაც მიიქცია ჩვენი ყურადღება, რომ საკუთარი საქმისადმი თავდადებული გუნდი მართავს - ადამიანები, რომლებსაც სჯერათ იმის, რასაც აკეთებენ. პლატფორმას აქვს უნიკალური მახასიათებელი - მისი მეშვეობით თქვენ გაიგებთ რა ხდება თქვენთვის საინტერესო ტერიტორიაზე. ამდენად აპლიკაციას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ტურიზმის მხარდაჭერის კუთხითაც“, - განაცხადა ბილაინის ციფრული და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ ჯიქიამ.

სოციალური პლატფორმა Feedc-ი  მსოფლიო ბაზარზე 2019 წლის 30 მარტს გამოჩნდა. იდეის ავტორი ქართველი სტუდენტი ნიკოლოზ კვარაცხელიაა, რომელმაც პროდუქტი პირველად თავისი უნივერსიტეტის სტუდენტებს წარუდგინა საფრანგეთში.  ამ ეტაპზე Feedc ხელმისაწვდომია iOS-ისა და ანდროიდის მომხმარებლებისთვის, ასევე ვებითაც.

 

ბილაინი სარეკლამო მხარდაჭერას გაუწევს Feedc-ს, რომელიც ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია iOS-ისა და ანდროიდის მომხმარებლებისთვის, ასევე ვებითაც.

ბილაინი, Feedc, ვიდეოგაკვეთილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...