1 4 : 0 6
 | 

მსოფლიო

“რუსთავის ეპარქიის ერთ-ერთ მღვდელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რასაც საპატრიარქო საგულდაგულოდ მალავს”

"რუსთავის ეპარქიის ერთ-ერთ მღვდელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა"-ამის შესახებ ინფორმაციას თეოლოგი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 💬 "ჩრდ. ამერიკის "ქართულ სამრევლოში" ერთ-ერთ მღვდელსა და სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ასევე, როგორც კულუარულად ირკვევა რუსთავის ეპარქიის ერთ-ერთ მღვდელსაც იგივე ინფექცია დაუდასტურდა, რასაც საპატრიარქო საგულდაგულოდ მალავს. ჯერ სად ხართ (ღმერთმა გვაშოროს) და ასე თუ გაგრძელდა, ისტერიულ ჰეროიზმს აყოლილი ჩვენი სამღვდელობა ახალმოწამეთა დასს ჩამოაყალიბებს, რომელსაც "კორონავირუსით გაბრწინებული წმინდანები" დაერქმევა. საპატრიარქოს უპასუხისმგებლობა პიკს აღწევს!..

ღმერთო დაგვიფარე უგუნურებისა და სიკვდილიანობისაგან!" – წერს გიორგი ტიგინაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები