1 4 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯანდაცვის სამინისტრომ პროტოკოლი გამოაქვეყნა: კორონავირუსის შესაძლო, მსუბუქ შემთხვევებში პაციენტების მართვა ბინაზე, დისტანციურად მოხდება

პირველად ჯანდაცვაში COVID-19-ის საეჭვო შემთხვევის მართვის მიზნით, სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) გამოქვეყნდა.

სტანდარტები განკუთვნილია პირველადი ჯანდაცვის ქსელში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისთვის – ოჯახის ექიმებისთვის, შინაგანი მედიცინის სპეციალისტებისთვის, პედიატრებისთვის და პირველადი ჯანდაცვის რგოლში მომუშავე ნებისმიერი პროფესიონალისთვის.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინფექციის მსუბუქი/საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა გვხვდება შემთხვევათა დაახლოებით 80%-ში; 15%-ში დაავადება მიმდინარეობს მძიმედ, ხოლო 5%-ში – ძალიან მძიმედ (კრიტიკულად). სრულიად ასიმპტომური ინფექცია ძალზედ იშვიათია (მოლეკულური ტესტირებით დადებითი შემთხვევების 1%-ზე ნაკლები).

დიაგნოზზე ეჭვი უნდა მივიტანოთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ცხელება და/ან ქვედა სასუნთქი გზების მხრივ ნიშნები/სიმპტომები (მაგ., ხველა, სუნთქვის გაძნელება) და სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ ან მოგზაურობდნენ ქვეყანაში/რეგიონში ან ტერიტორიაზე, სადაც დაფიქსირდა COVID-19-ის ადგილობრივი გავრცელება.

ასევე დიაგნოზზე ეჭვი უნდა მივიტანოთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ცხელება და/ან ქვედა სასუნთქი გზების მხრივ ნიშნები/სიმპტომები (მაგ., ხველა, სუნთქვის გაძნელება და აღნიშნავენ ახლო კონტაქტს COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან, სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღის ფარგლებში.

სამედიცინო პერსონალის მიმართ ზოგადი რეკომენდაციები ასეთია:

პერსონალი, რომელსაც უწევს მუშაობა აღნიშნულ პირობებში, უნდა მოერიდოს პაციენტთან პირისპირ კონტაქტს, მიუხედავად იმისა, აქვს მას ეჭვი COVID-19 -ის შემთხვევაზე თუ არა.

აღნიშნულ პირობებში, პირველადი ჯანდაცვის პერსონალისთვის, პრიორიტეტულად ითვლება დისტანციური მუშაობა.

პერსონალი, რომელსაც უწევს მუშაობა აღნიშნულ პირობებში, უნდა მოერიდოს პაციენტთან პირისპირ კონტაქტს, მიუხედავად იმისა, აქვს მას ეჭვი COVID-19 -ის შემთხვევაზე თუ არა.

რეკომენდებულია დისტანციური ტრიაჟის (დახარისხება, კლასიფიკაცია) და კონსულტაციების (ტელეფონით, ვიდეო თუ ონლაინით) სისტემის ამუშავება, რომლის მიზანია COVID-19-ზე საეჭვო პაციენტების რაოდენობის შემცირება, რომელიც პირდაპირ მომართავს კლინიკას, პაციენტებისა და პერსონალის რისკების მინიმიზაციის მიზნით

შესაძლო COVID-19 (თავად პაციენტს ან მის ოჯახის წევრს უვლინდება სიმპტომები): განახორციელეთ ტრიაჟი:

კატეგორია 1: მძიმე ზოგადი მდგომარეობა: გადაიყვანეთ ჰოსპიტალში (დაუკავშირდით 112-ს და ოპერატორს შეატყობინეთ COVID-19-ის რისკის შესახებ).

კატეგორია 2: საჭიროებს შემდგომ შეფასებას: – მართეთ დისტანციურად, სადაც შესაძლებელია – საჭიროებს პირისპირ შეფასებას – განსაზღვრეთ პაციენტთან ბინაზე ვიზიტის თუ კლინიკაში შეფასების საჭიროება.

მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების შემთხვევაში პროტოკოლში დაფიქსირებული რეკომენდაციებია:

ურჩიეთ „დარჩეს სახლში“ და მოახდინოს თვითიზოლაცია 14 დღის განმავლობაში. მიაწოდეთ თვითმოვლის. დღეში სულ მცირე ორჯერ (დილას და საღამოს) გაიზომოს სიცხე და მაჩვენებლები ჩაიწეროს, რათა შემდეგ მოახსენოს ექიმს, დაუკავშირდეს სასწრაფოს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში (დაკავშირებულია ეს COVID-19 თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემასთან). თუ პაციენტს არ აქვს ბინაზე თვითიზოლაციის შესაძლებლობა, ცხოვრობს ოჯახის სხვა წევრებთან (განსაკუთრებით ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე პირები) ოჯახის ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტის საკარანტინე სივრცეში გადაყვანის შესაძლებლობა და აცნობოს ამის შესახებ სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

განახორციელეთ სატელეფონო მონიტორინგი მე-3 დღეს – მესამე კომუნიკაცია ხორციელდება არაუგვიანეს მე-6 დღეს, მეოთხე კომუნიკაცია ხორციელდება არაუგვიანეს მე-10 დღეს და მეხუთე კომუნიკაცია არაუგვიანეს მე-14 დღეს; – მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პაციენტის ჰოსპიტალში გადასაყვანად დაუკავშირდით სსიპ „112“-ს – საგანგებო მდგომარეობის დროს 112-ის სისტემაში ჩართული კლინიკების თანამშრომელთა სამუშაო ინსტრუქცია იხილეთ დანართ #2-ში

კორონავირუსზე საეჭვო პაციენტებს, ურჩიეთ, გადადონ თავის ოჯახის ექიმთან, თუ სხვა სპეციალისტთან რუტინულად დანიშნული ვიზიტი და გააუქმონ აღნიშნული წინასწარი ჩაწერა. რეკომენდებულია ყველა გეგმიური რუტინულად დანიშნული ვიზიტისა და წინასწარი ჩაწერის გაუქმება და აღნიშნულის სანაცვლოდ დისტანციური მეთვალყურეობის ფორმების გამოყენება (სატელეფონო თუ ონლაინ- კონსულტაციები)

რეკომენდებულია, პჯდ დაწესებულებაში გამოიყოს სამუშაო დროის განსხვავებული პერიოდები შესაძლო COVID-19 და არა-COVID-19 პაციენტების მისაღებად (პროგრამაში ჩართული დაწესებულებისთვის). თუ განცალკევებული დროების გამოყოფა შეუძლებელია, რეკომენდებულია, პაციენტს ურჩიოთ მოიცადოს კლინიკის გარეთ (თუ ის თანახმაა და არ გამოთქვამს უკმაყოფილებას)

რეკომენდაციები COVID-19 საეჭვო პაციენტების პირისპირ კონტაქტთან დაკავშირებით:

დისტანციური ტრიაჟის ჩატარების შემდეგ, COVID-19 საეჭვო პაციენტებთან შეფასების მიზნით დაგეგმილი პირისპირ კონტაქტი, უნდა იმართოს შემდეგნაირად: ყურადღებით და ფრთხილად დაგეგმეთ პაციენტის ვიზიტი ისე, რომ რაც შეიძლება, შემცირდეს მოსაცდელში მისი დაყოვნების ხანგრძლივობა. თუკი შესაძლებელია, პაციენტებისთვის საეჭვო COVID-19-ით მოსაცდელი სივრცე ან იზოლირებული ოთახი უნდა განცალკევდეს და აღინიშნოს გამაფრთხილებელი წარწერით სხვა პაციენტების საყურადღებოდ.

რეკომენდებულია, პჯდ დაწესებულებაში გამოიყოს სამუშაო დროის განსხვავებული პერიოდები შესაძლო COVID-19 და არა-COVID-19 პაციენტების მისაღებად (პროგრამაში ჩართული დაწესებულებისთვის).

პერსონალი ვალდებულია დაბანილი ხელებით და დამცავი საშუალებებით, მინიმალურ დროში მოახდინოს პაციენტის შეფასება. ყველა გამოყენებული საშუალების განადგურება უნდა მოხდეს კლინიკური ნარჩენების მართვის წესების მიხედვით.

თუკი პირისპირ კონსულტაციით ვლინდება საეჭვო COVID-19 შემთხვევა, მეორე პაციენტის მოსვლამდე უნდა განხორციელდეს ოთახის დეკონტამინაცია დადგენილი წესით, კარების სახელურების ჩათვლით იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომდევნო პაციენტი COVID-19 საეჭვო შემთხვევაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...