2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფანჯრიდან გადმოვარდნილი კაცი თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის დააჯარიმეს (ვიდეო)

ჩამოტვირთვა

  მოსკოვში პოლიციამ გადაარჩინა კაცი, რომელიც მე-15 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

  გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის კაცმა ფანჯრის რაფაზე სელფის გადაღება გადაწყვიტა, მაგრამ გადავარდა. ის კარნიზს მოეჭიდა. ბინაში მყოფმა ქალმა კაცის გადარჩენა სცადა, თუმცა ძალა არ ეყო.

  მეზობლებმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს და ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა კაცის გადარჩენა მოახერხეს. ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები