2 3 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის პირველი ციფრული ბარათი უკვე 600-მდე მომხმარებელმა გაიაქტიურა

საქართველოში პირველ ციფრულ ბარათს უკვე 600-მდე მომხმარებელი ჰყავს. ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის  და ვიზას ინიციატივით შეიქმნა და ის  ხელმისაწვდომი 2 დღის წინ გახდა. 

ციფრული ბარათი პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. მისი გამოყენებით შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში, პოს-ტერმინალების გამოყენებით, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება. უახლოეს მომავალში ბარათს ონლაინ გადახდის სერვისიც დაემატება. 

ციფრული ბარათის  შეკვეთა  და მიღება თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკიდან  ძალიან მარტივადაა შესაძლებელი და  ამისათვის მომხმარებელს ლოდინი არ უწევს. ბარათი მომენტალურად, ავტომატურად მოთხოვნისთანავე აქტიურდება, რის შემდეგაც შესაძლებელია მისი დამატება ციფრულ საფულეში (APPLE WALLET, TBC WALLET). 

ციფრული ბარათის უპირატესობებია:

·         მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება;

·         მომხმარებელს არ უწევს ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა;

·         მომხმარებელი არ ელოდება ბარათის ფოსტით მიღებას;

·         ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის“ შემთხვევაში, შესაძლებელია ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტ ან მობაილბანკიდან გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა;

·         ბარათის დამატება მომენტალურადაა შესაძლებელია ციფრულ საფულეში;

·         ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან Apple Pay ან tbc Wallet;

·         Apple Wallet -ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთ იმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია apple Pay-ით თანხის განაღდება. 

“ჩვენი სტრატეგია მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული სერვისების შეთავაზებაა. ადამიანებს სჭირდებათ ისეთი მომსახურება და პროდუქტები, რაც მათ ცხოვრებას კიდევ უფრო გაამარტივებს. ციფრული ბარათი ძალიან პრაქტიკული პროდუქტია, რასაც მომხმარებლების მხრიდან დიდი ინტერესიც ადასტურებს.  ძალიან მალე ბარათს ფიზიკურ პირებთან ერთად უკვე ბიზნესების წარმომადგენლებსაც შევთავაზებთ“, - ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე. 

პირველი ციფრული ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/first-digital-card-from-tbc

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...