0 7 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ანდრიუს კუბილიუსი მთავრობას გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ურჩევს

ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვადან, ანდრიუს კუბილიუსი "ქართულ ოცნებას" გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. "მთავართან" ინტერვიუში მან კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის გაგზავნილ წერილში მან სამი გვარი დაასახელა, რომლებსაც საპატიმრო უნდა დაეტოვებინათ.

პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისთვის ჩემ მიერ გაგზავნილ წერილში სამ ადამიანზე იყო საუბარი. ამ ეტაპზე მხოლოდ ორი შესრულდა. გიორგი რურუა კი ამ დრომდე პატიმრობაშია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებს, - განაცხადა კუბილიუსმა.

ანდრიუს კუბილიუსი კიდევ ერთხელ იხსენებს უკრაინის პრეზიდენტის, იანუკოვიჩის მაგალითს, რომელმაც ოპონენტები ციხეში გამოკეტა. გარდა პოლიტიკური პატიმრებისა, ევროპარლამენტარი ასევე, ქვეყანაში თავისუფალი საარჩევნო გარემოს საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას.

ჩვენ ყოფილ საბჭოთა სივრცეს წარმოვადგენთ, ამიტომ კარგად ვიცით, როგორია მთავრობის მიერ ადმინისტრაციული ძალაუფლების გამოყენება. კარგად გვახსოვს უკრაინის პრეზიდენტის მაგალითი, რომელმაც ოპოზიციის ორი ლიდერი ტიმოშენკო და ლუშენკო ციხეში ჩასვა, შემდეგ კი მთელ ევროპულ სამყაროს უმტკიცებდა, რომ ორივე მათგანი კრიმინალი იყო. კარგად გვახსოვს ეს ყველაფერი როგორ დასრულდა. არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად დემოკრატიულად უნდა ვიმოქმედოთ და არ უნდა გამოვიყენოთ სასამართლო და ადმინისტრაციული რესურსები, - განაცხადა კუბილიუსმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...