0 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრეზიდენტი სენატორებზე - არ მქონია არანაირი პირადი კომუნიკაცია, რადგან ეს არ არის ჩემი დონე..

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დასავლელი პარტნიორების მიერ გამოყენებული ტერმინი - „პოლიტპატიმრები“, იმას ნიშნავს, რომ ისინი ცუდად არიან ინფორმირებული.

როგორც ზურაბიშვილი განმარტავს, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, დიპლომატები საკმარისად ვერ მუშაობენ.

„ეს ნიშნავს რომ ცუდად ინფორმირებულები არიან, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაა. საჭიროა ალბათ, უფრო მეტად ვიყოთ ჩართული ამ ხალხის ინფორმირებაში...შეიძლება, ზოგ შემთხვევაში ეს ნიშნავდეს, რომ ჩვენი დიპლომატები საკმარისად არ მუშაობენ. გამოცდილმა დიპლომატმა იცის, რომ დიპლომატიურად ყველაფრის გაკეთება არ შეიძლება, როცა შენ ხარ რომელიმე საელჩოს ელჩი, ან თანამშრომელი. ამ პერიოდში, როცა აქეთ კოვიდია, აქეთ ემიგრანტების დაბრუნება და მათი ადგილზე დახმარება, რაც ძალიან რთულია, ეს ვიცი პირდაპირი გამოცდილებით და კიდევ ვიღაც სენატორების, თუ პარლამენტარების გამონათქვამები ერთ წუთში არ იცვლება. ეს ყველას გასაკეთებელია და არამხოლოდ საელჩოების, იგივე ჩემი, მეტი შეხვედრები, მეტი აქტიურობაა საჭირო“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას სენატორებთან პირადი კომუნიკაცია, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს „მისი დონე არ არის“.

„არ მქონია არანაირი პირადი კომუნიკაცია, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი დონე, (თუ არ შევხვდები რომელიმე კონფერენციაზე. მაგალითად, აქ როცა იყვნენ თავის დროზე მაკკეინის კონფერენციაზე) მაგრამ ვაპირებ ძალიან კატეგორიულად, ახლა მაქვს ამის ყველანაირი უფლება, რადგან ვითამაშე საკმაოდ დამაწყნარებელი როლი, რომ ყველას მოვთხოვო თავისი მხრიდანაც თავის თავში თავშეკავება გამონახოს. ეს იქნება „ტვიტერის“ პასუხებით, თუ პირადი კონტაქტებით. ეს არ უნდა გავაბუქოთ, რადგან ბოლო პერიოდში ზუსტად 29 პრეზიდენტს დაველაპარაკე, გაეროს გენმდივანს, ევროკავშირის საბჭოს თავმდჯომარეს. ყველა პრეზიდენტებთან საუბრის დროს, პირველ რიგში კოვიდი იყო თემა და შემდეგ ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან, როგორ განვავითაროთ ურთიერთობები, რა არის ჩვენი ახალი მოთხოვნები, სად უნდა ვიყოთ ხვალ. ევროკავშირის კარები ხვალ დილით რომ არ გაიღება, ეს თქვენც იცით, მეც ვიცი და საზოგადოებამაც. ეს არ არის ჩვენი დღევანდელი ამოცანა, ჩვენი დღევანდელი ამოცანა არის, რომ შევაღწიოთ იქ, სადაც ჩვენ გვჭირდება, რომ ვიყოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა „რუსთავი2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...