2 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როდის ჩატარდება ფინალური გამოცდები უნივერსიტეტებში

ფინალური გამოცდები ჩატარდება შეზღუდვების შემსუბუქების ფინალურ, მეექვსე ეტაპზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამასთან ერთად, მეექვსე ეტაპამდე სამინისტრო თანდათანობით იწყებს პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების უფლების გაცემას და სურვილის შემთხვევაში უნივერსიტეტები უკვე თვის ბოლოდან შეძლებენ, ეტაპობრივად დაიწყონ პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები, რომლებიც შინაარსიდან გამომდინარე ონლაინ-რეჟიმში ვერ ჩატარდებოდა.

„ფინალური გამოცდები ჩატარდება შეზღუდვების შემსუბუქების ფინალურ, მეექვსე ეტაპზე. თქვენ იცით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა დაყოფილია ეტაპებად და მეექვსე ეტაპზე, რომელიც ეხება საგანმანათლებლო პროცესებს, უნივერსიტეტებში ჩატარდება ფინალური გამოცდები. დღეს ონლაინ-ფორმატში გვქონდა რექტორთა საბჭოს შეხვედრა, სადაც იყო წარმოდგენილი ყველა უნივერსიტეტის რექტორი და მათთან ამ გრაფიკთან დაკავშირებული დეტალები გავიარეთ. აქვე აღვნიშნავ, რომ მეექვსე ეტაპამდე ჩვენ თანდათანობით ვიწყებთ პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების უფლების გაცემას. რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობითია და სურვილის შემთხვევაში უნივერსიტეტები უკვე თვის ბოლოდან შეძლებენ, ეტაპობრივად დაიწყონ პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები, რომლებიც შინაარსიდან გამომდინარე ონლაინ-რეჟიმში ვერ ჩატარდებოდა. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მკაფიო რეკომენდაციები, სამედიცინო პროტოკოლი, რომელიც ამ პროცესში ზედმიწევნით იქნება დაცული“, - განაცხადა ჩხენკელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...