0 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რომან გოცირიძე - კოვიდფონდის 133 მილიონი დევს ხელშეუხებელი, 100 მილიონი ივანიშვილის მიერაა შეტანილი და ვერ ბედავენ ხარჯვას

პარლამენტმა 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის განხილვა დაიწყო. ცვლილებების პროექტზე დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე იმსჯელეს. კორექტირებულ ბიუჯეტს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე გამოეხმაურა.

"ეს ბიუჯეტი აგებულია ეკონომიკის 4%-იან კლებაზე. უკვე ბიუჯეტის შედგენის მთავარი მაჩვენებელი არასწორად არის მთავრობის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში, მაგრამ მე მგონია, რომ გაცილებით მეტი იქნება ვარდნა. მსოფლიო ბანკის ეს პროგნოზი არ შეესაბამება სინამდვილეს," - განაცხადა გოცირიძემ.

რომან გოცირიძის შეფასებით, ბიუჯეტი არის აგებული კორუფციულ გარიგებეზე და ისეთ ხარჯებზე, სადაც ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები უტენდეროდ იღებენ ასეულობით მილიონ ლარს.

"ჩვენს ქვეყანაში 8 წლის განმავლობაში 11 მილიარდი დაიხარჯაბა მხოლოდ გზებზე და ინფრასტრუქტურაზე. მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტრო 8 წლიდან დახარჯავს 1 წლის ბიუჯეტს. დღემდე არის დაუმთავრებელი სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთი. ლეგენდად იქცა, როგორც სურამის ციხე არის ლეგენდა, სანამ არ ჩააბეტონეს იქ ზურაბი, მანამდე იშლებოდა სურამის ციხე. სანამ შვიდივე ინფრაქსტურქტურის მინისტრს, რომელიც ამ წლების განმავლობაში დაინიშნა არ ჩავაბეტონებთ სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე, არ ეშველება ამ პროექტს. ჩავაბეტონოთ უნდა ჰუმანურად, ერთი დღე-ღამის განმავლობაში, რბილ ბეტონში, რომ რაიმე ტკივილი არ იგრძნონ. სიმბოლური ჩაბეტონება სჭირდებათ და ჩასაბეტონებელი კიდევ ბევრია ხელისუფლებაში. იპარავენ ფულს, 5 მილიარდს ვსესხულობთ უცხოეთიდან და იგივე ხარჯებს ვტოვებთ რაც იყო," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძემ დაასახელა ის მიმართულებები, რომელიც ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული.

"100 მილიონი მივლინების ხარჯები იმიტომ კი არ შემცირდა, რომ ამათმა მართლა ქამრები შემოიჭირეს, იმიტომ რომ არ არის ფრენები. ინფრასტრუქტურაში ის პროექტებია შემცირებული, რომელიც თანადაფინანსების სახით უნდა გაეღო საქართველოს. პრემიერი, დანამატები, აბსოლუტურად არაფერი არ იცვლება ბიუროკრატიულ ხარჯებში," - აღნიშნა გოცირიძემ.

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ  ბიუჯეტი საარჩევნო მიზნებისთვის არის გათვილილი.

"ბიუჯეტში არ არის შესული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის 133 მილიონიანი ფონდი. 133 მილიონი ლარი დევს ხელშეუხებელი. ამ 133 მილიონში 100 მილიონი არის  ივანიშვილის მიერ შეტანილი, ვერ ბედავენ ხარჯვას. ივანიშვილმა შეიძლება ხვალ უკან გაიტანოს ის 100 მილიონი. ეს არის საარჩევნო ფონდი.

133 მილიონი, რომ გაყო 300 ლარზე 4 40000 თვითდასაქმებულს დღეს 300 ლარიანი დახმარება მიეცემოდა. ვის უნახავენ ამას. ამ ფულს წინაასარჩევნოდ გამოიყენებენ მოსასყიდად," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...