1 5 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,დაუდევრობა იყო თუ შეგნებულად გაჩენილი ხანძარი, ამ ხალხს შველა უნდა "

დამწვარი ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მოვაჭრეებთან სალაპარაკოდ ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ მისულა.

"პირველ რიგში ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს ამ ხალხის დახმარება. დაუდევრობა იყო თუ შეგნებულად გაჩენილი ხანძარი, ამ ხალხს შველა უნდა,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

"ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი მოვაჭრეებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ რეაგირება განცხადების სახით დღესვე უნდა მოახდინოს.

"საკუთარი ხელით გაკრეს ასანთს და ასე დაწვეს თუ სხვანაირად შეუწყვეს ხელი ხანძარს, უნდა უშველონ ამ ხალხს. სხვა შემთხვევაში დაიწყება ხვალვე აქციები. დღესვე უნდა გაკეთდეს ამ ყველაფერზე განცხადება,"- აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა.

თავად დაზარალებული მოვაჭრეები ცეცხლის მიზანმიმართულად გაჩენას არ გამორიცხავენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები