0 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საბა ბუაძე: გასული წლის 20 ივნისს რუსთაველზე დაიბადა ახალი თაობა - ღირსების, ერთიანობისა და თანასწორობის ნაწილი.

“გასული წლის 20 ივნისს რუსთაველზე დაიბადა ახალი თაობა - ღირსების, ერთიანობისა და თანასწორობის ნაწილი.”- ამ სიტყვებით  მიმართა “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა  საბა ბუაძემ  რუსთაველის მშვიდობიან მომიტინგეებს.

“ამ ადგილზე  20 ივნისს, ჩვენი ღირსების დაცვის დროს ხელისუფლება ძალადობით დაგვიპირისპირდა. “გავრილოვის ღამემდე” რუსთაველი იმედის ადგილი იყო, თუმცა ერთი წლის წინ იმედგაცრუებისა და მარცხის პოლიგონად  გადააქციეს.

ჩვენ არ შევეგუეთ ღალატს, დაცინვას და ჩვენს პარლამენტში ოკუპაციის განკაცებას.   ჩვენ თავისუფლებისთვის იმ ბრძოლას  გავაგრძელებთ, რომელიც 9 აპრილს დაიწყეს ჩვენმა წინამორბედებმა,”- განაცხადა საბა ბუაძემ.

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა   მოქმედი  და წინა  ხელისუფლებების დროს  განვლილი ის მძიმე დღეები გაიხსენა, რომელიც მათმა  სისტემამ შექმნა.

“7 ნოემბრიდან 20 ივნისამდე სისტემა არ შეცვლილა და ჩვენ აუცილებლად შევცვლით სისტემას, რომელიც ჩვენსა და პროგრესს შორის დგას.  წინ რთული გამოწვევებია, რომელსაც ახალი ძალით, მძიმე შრომითა და თავისუფალი არჩევნებით უნდა ვუპასუხოთ,”- აღნიშნა ბუაძემ და შემართებისკენ განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს მოუწოდა, რომლებიც  გასულ წლის 20 ნოემბერს უსამართლობას არ შეეგუვნენ.

“მინდა, ყველა ახალგაზრდას ვუთხრა: დაბრუნდით და ბოლომდე მივიყვანოთ ის ბრძოლა, რომელიც რუსთაველზე ჩვენმა წინამორბედებმა დაიწყეს, ბრძოლა თავისუფლებისა და ღირსებითვის. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა. ჩვენ ვართ დაღუპული გმირების თაობა და თუ საჭირო გახდა, ჩვენივე სიმშვიდისთვის დავთმობთ თვალებს და თუ საჭირო გახდა, დავთმოვთ სიცოცხლესაც,”- აღნიშნა საბა ბუაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...