0 4 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სოფიო შამანიდი: “20 ივნისს ქართველმა ერმა უარი თქვა შიშზე და არ შეეგუა უსამართლობას “

“ქართველები არასდროს შეეგუებიან ოკუპაციას და შიშს. 20 ივნისის შემდეგ გახსოვდეთ მაკო გომური! გახსოვდეთ ის ქალები, რადგან  ისინი არავის  აპატიებენ  მსგავს  შეცდომებს და ყოველთვის წინ აღუდგებიან უსამართლობას!” 

“20 ივნისი იყო დღე, როდესაც ყველამ უარი თქვა რუსულ ჩექმაზე და ყოველგვარ შიშზე,”- “ლელო საქართველოსთვის” წევრი სოფიო შამანიდი “გავრილოვის ღამიდან”  ერთი წლის გასვლს აფასებს. 

“20 ივნისს მივხვდი,  რომ ქართველი ხალხი არ ეგუება რუსულ ჩექმას;

რომ ახალგაზრდებმა კარგად იციან, რა უნდათ; რომ ჩვენ ვერავინ შეგვაშინებს;

რომ აქციის მოთხოვნა შეიძლება იყოს კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული - პროპორციული არჩევნები და არა აბსტრაქტული “გადადექი”; რომ ჩვენი მთავრობა არაადეკვატური და ძალადობრივია; რომ ძალა ნამდვილად ერთობაშია,” განაცხადა სოფიო შამანიდმა. 

“ლელო საქართველოსთვის” წევრმა აქციის დროს ქალების  როლზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ 20 ივნისს რუსთაველზე ქალები გაერთიანდნენ მთავარი მიზნის მისაღწევად და მათ მადლობა გადაუხადა.

“გასული წლის 20 ივნისს ჩემთვის  ყველაზე თვალსაჩინო კიდევ ერთი რამ იყო - ქალები! ქალები, რომლებმაც გავრილოვი ააგდეს ჩვენი სკამიდან,  ქალები, რომლებიც გაერთიანდნენ მთავარი მიზნის მისაღწევად, ქალები, რომლებიც შვილებთან ერთად მოდიოდნენ აქციებზე, ქალები, რომლებიც ფიზიკურად დაზარალდნენ, მაგრამ არც ერთი წუთით არ დაიხიეს უკან.

დიდი მადლობა მათ - ოპოზიციონერ პოლიტიკოს ქალებს, ჟურნალისტ ქალებს, "სირცხვილიას" ქალებს, უბრალოდ ქალებს, ვინც არ დაიღალა 3 თვის განმავლობაში.  მომავალ, ახალგაზრდების ძალისხმევით მოპოვებული პროპორციული სისტემით მოსულ პარლამენტარებს კი წინასწარ ვეტყვი - გახსოვდეთ მაკო გომური! გახსოვდეთ ეს ქალები, იმიტომ, რომ ქალები არ გაპატიებენ ასეთ შეცდომებს! ქალები ყოველთვის წინ აღუდგებიან უსამართლობას! ქალები ყოველთვის იდგებიან ქვეყნის სადარაჯოზე,”- განაცხადა სოფიო შამადინმა.

R

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...