0 4 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზესტაფონში ბიძინა ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანია გამაგრებული, რასაც ოქტომბერში დავასრულებთ

"საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს" კვლევას, რომლის თანახმადაც, საზოგადოების 47%  მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფი (კლანი) არსებობს, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეხმაურება.

როგორც „ლელოს“ ლიდერი აღნიშნავს, კვლევის შედეგები მისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის უცხო არ არის.  ყველასთვის ნათელია, რომ ძალოვანი სტრუქტურები და სასამართლო ემსახურება „ქართულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილს.

„სამწუხაროდ, ეს არ არის ახალი ამბავი, რადგან ყველამ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველო ჩაიდო ჯიბეში. არამარტო სასამართლოსა და პროკურატურის, არამედ მსხვილი ბიზნესის დაქვემდებარებასაც ცდილობს.

ჩვენი ამოცანაა, ეს ქვეყანა მათგან გავათავისუფლოთ. დღეს იმ რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ   მაფიოზური კლანებია ჩამოყალიბებული ზესტაფონში, ქალაქში ყველაფერი მიტაცებულია. ამას არ ჰქვია ბიზნესი - ეს არის ადამიანების ექსპლუატაცია, რასაც ბიძინა ივანიშვილი და მის გარშემო მყოფი მაფიოზური კლანის წევრები უდგანან სათავეში. ჩვენ ამას აუცილებლად შევცვლით და დავასრულებთ,“-განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, საქარველოში ბიზნესი ნამდვილად თავისუფალი და ადამიანზე ორიენტირებული იქნება.

„დღეს რაც ამ ქალაქში ხდება, ის, რომ  სოფლები ქრება ზესტაფონის გარშემო, მიუღებელია. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ  რამდენიმე მაფიოზური გვარის წარმომადგენელი გამდიდრდეს, რაც მახინჯი სქემა და ქვეყნის მიტაცებაა, რომელსაც ოქტომბერში დავასრულებთ,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხული ადამიანების იმ 47 პროცენტიდან, რომელიც ფიქრობს, რომ სასამართლოში კლანი არსებობს, 88 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამ ჯგუფს ხელისუფლების მოქმედი წევრები უჭერენ მხარს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...