0 5 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გოცირიძე ხელისუფლებას: კონსტიტუციასაც მიიღებთ, რურუასაც გამოუშვებთ და პოლიტიკურ დევნასაც შეგაწყვეტინებთ

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის  განცხადებით, გიორგი რურუა პოლიტპატიმარია, რადგან პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ადრე თუ გვიან, ხელისუფლებას მისი გათავისუფლება მოუწევს.

"გიორგი რურუას დაკავების ერთადერთი მიზეზი იყო მისი პოლიტიკური აქტიურობა ანტისაოკუპაციო მოძრაობაში, ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი იმ მიტინგებისა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე იმართებოდა და რომელმაც შეცვალა საქართველო. "გავრილოვის ღამემ" შეძრა საქართველო, ამ ღამიდან დღემდე შეიცვალა საქართველო და ამ შეცვლაში დიდი როლი ითამაშა ახალგაზრდობამ, მათ შორის მასში მონაწილე ადამიანებმა გიორგი რურუას სახით. ამიტომ მას სჯიან ამ აქტიურობისთვის და უნდათ მისი განეიტრალება, რომ კვლავ არ იყოს პოლიტიკურად ისეთი აქტიური იმ მოძრაობაში, რომელშიც იყო ჩართული. გარდა ამისა, ის არის ერთ-ერთი დამფუძნებელი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის,რომელშიც უკვე პირდაპირ იკითხება პოლიტიკური დევნის ნიშნები. რა არის პოლიტიკური დევნა ან რას ნიშნავს პოლიტპატიმარი? როდესაც ადამიანს ან აპატიმრებენ ან დევნიან პოლიტიკური მიზეზებით, ამიტომ, ვინც არ უნდა იყოს იგი, დიდი პარტიის ხელმძღვანელი ან ძალიან ცნობილი პოლიტიკოსი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა, ძალიან ბევრჯერ გაიგონებთ თქვენ გიორგი რურუას სახელსა და გვარს მსოფლიოს ცნობილი, წამყვანი პოლიტიკოსებისგან, ვინაიდან პრინციპი არის ერთი-არ უნდა იდევნებოდეს ადამიანი მისი შეხედულებებისა და პოლიტკური საქმიანობის გამო.ადრე თუ გვიან, მთავრობას გიორგი რურუას გამოშვება მოუწევს. ახლა სახის შენარჩუნება უნდათ და პრინციპული ადამიანის თამაში. არ გამოგივათ ეს, კონსტიტუციასაც მიიღებთ, რურუასაც გამოუშვებთ და პოლიტიკურ დევნასაც შეგაწყვეტინებთ"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...