1 5 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ცხვირი აქვს გატეხილი და შუბლი აქვს გატეხილი, ხიდზე მიაყენეს დაზიანებები. რკინის რაღაცა ჯოხი ჰქონდათო ხელში" - მზია ქასრაშვილი

ჩამოტვირთვა

ადამიანი, რომელიც ბოლოს იმყოფებოდა გიორგი შაქარაშვილთან ერთად, მაგისტრალზე ნაცემია - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვახო ახვლედიანის ადვოკატმა განუცხადა.

 

მზია ქასრაშვილის თქმით, მას გატეხილი აქვს ცხვირი და შუბლი. მას მაგისტრალზე ორი ადამიანი გაუსწორდა მას შემდეგ, რაც ის გიორგი შაქარაშვილთან ერთად წვეულებიდან წამოვიდა.

„ცხვირი აქვს გატეხილი და შუბლი აქვს გატეხილი, ორი ადამიანი უსწორდებოდა, ხიდზე აქვს დაზიანებები მიყენებული. რკინის რაღაცა ჯოხი ჰქონდათო ხელში", - ამბობს მზია ქასრაშვილი.

თავად ვახო ახვლედიანი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

დაკითხვაზე მყოფი პირები კომენტარებს არ აკეთებენ, თუმცა ზოგიერთი მათგანის უფლებადამცველი ამბობს, რომ ისინი თანამშრომლობენ გამოძიებასთან. ისინი, ასევე, არ აკონკრეტებენ, რა ურთიერთობა ჰქონდათ დაკითხულებსა და გიორგი შაქარაშვილს.

„იმის მიუხედავად, რომ მათ არ აღენიშნებათ დაზიანებები, ექსპერტიზის ჩატარება რატომ გადაწყვიტა მაინც გამოძიებამ, ვერ გეტყვით. ვიცავ ერთ პირს და რომელ უბანში ცხოვრობენ, ვერ გიპასუხებთ. წვეულებაზე იმყოფებოდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იცნობდა გარდაცვლილს, მეგობრული ურთიერთობის შესახებ არ ვიცი", - ამბობს დავით ჭიკაიძე.

გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით იმყოფებოდა არასრულწლოვანიც - მისი ადვოკატი აცხადებს, რომ მოზარდი დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა.

„დეტალიზაციას ვერ მოვახდენ - დაგიდასტურებთ, რომ ნამდვილად იმ ფაქტთან დაკავშირებით ვართ დაბარებულები. დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა, მოწმის სტატუსითაა გამოკითხული", - აცხადებს გიორგი გელხაური.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს გაუჩინარდა - ოთდღიანი ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი არაგვში იპოვეს. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება - გამოძიებას ჯერ არავინ დაუკავებია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები