0 2 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მინდა მომავლისკენ ვიაროთ და სწორედ ამისთვის ემზადება “ლელო”" - მამუკა ხაზარაძე

მე არ მინდა წარსულში დაბრუნება, მინდა მომავლისკენ ვიაროთ  და სწორედ ამისთვის ამზადებს “ლელო” კანდიდატებს. თუმცა, იქნება თუ არა გიორგი მარგველაშვილი სიაში, ამას აუცილებლად გავასაჯაროვებთ”- “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის პარტიაში შესაძლო გაწევრიანებაზე  ისაუბრა. 

მისი თქმით, ინტერესების თანხვედრის გამო  გიორგი მარგველაშვილთან მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტი, “ლელოს” ლიდერისთვის უცნობია.  თუმცა, ღიად აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა მათ   პოლიტიკურ ძალას ნდობა გამოუცხადა. 

“ პირადად მე შევხვდი და  მოლაპარაკება   მქონდა  გიორგი მარგველაშვილთან და რა შედეგს მივიღებთ, ამას აუცილებლად გავასაჯაროებთ.  ამ

შემთხვევაში მეორეხარისხოვანია სიის რიგითობაზე საუბარი.  მთავარი იმ ინტერესთა თანხვედრაა, რომელიც “ლელოს” ლიდერებსა და გიორგი მარგველაშვილს შორის არსებობს. ეს არის ეროვნული იდეის  გარშემო გაერთიანება, რაც  ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების დაწყებას დააჩქარებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ უნდა გამოვიყვანოთ ჩვენი  ქვეყანა მძიმე მდგომარეობიდან,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ხოლო ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანის  ერთადერთ გზად  მამუკა ხაზარაძე  “ლელოს” წარმატების ფორმულას მიიჩნევს. 

“ყველა ის გუნდი, რომელიც 29 წლის მანძილზე ნულიდან შევქმენით, დღესაც არსებობს და არცერთი არ დაშლილა. ეს არის ჩვენი წარმატების ფორმულა. მნიშვნელოვანია შექმნა სისტემა, შემდეგ აღმოფხვრა მისი  ნაკლოვანებები და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ სისტემაში მოექცევა, ვერ ჩაიდენს მსგავს საქციელს, რასაც ადგილი აქვს და ჰქონია სხვადასხვა მთავრობის დროს,”-განმარტა ხაზარაძემ. 

“ლელოს” ლიდერმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ კონკრეტულ საკითხზე, რომელიც გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დროს გაიარა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ხედვა "ქართული ოცნების” მმართველობიდან ჩამოშორებაზე "ლელოს" ხედვას ემთხვევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...