1 7 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ მეტად დაისვენოთ. თუ გაქვთ ამის საშუალება სამსახურეობრივი საქმეები სახლიდან მოაგვარეთ. მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა კი სამომავლოდ ჯობია გადადოთ.

კურო

ნაყოფიერი დღეა. ნებისმიერი საქმე წარმატებით დაგვირგვინდება, კმაყოფილებისა და ბედნიერების შეგრძნება დღეს გიფერადებთ.

ტყუპები

შესაძლოა ეს დღე ძალიან ნაყოფიერი იყოს ერთ რომელიმე საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მიზანთან დასაახლოვებლად დიდი ძალისხმევა, ენერგიულობა და ინტუიციური სვლა დაგჭირდებათ.

კირჩხიბი

ერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტსა და დაპირისპირებას. დიპლომატია, თავშეკავება და ზომიერება დღეს მეტად წაგადგებათ.

ლომი

დღეს თქვენი ბრწყინვალებით და შარმით ყველას გააოცებთ. ირგვლივმყოფნი კომპლიმენტებს არ დაიშურებენ. თქვენი პოზიტიური განწყობა კი გადამდები იქნება გარშემომყოფთათვის.

ქალწული

დაფიქრდით პრიორიტეტებზე და მთავარ საკითხზე. შეანელეთ საქმიანობის ტემპი. დამშვიდდით და ნუ აჰყვებით უიმედობასა და ცუდ განწყობას. დაკავდით რაიმე სიახლით, სასურველ კურსებზე ჩაეწერეთ.

სასწორი

თქვენი სურვილების ასრულებისთვის საჭიროა შეცვალოთ ტაქტიკა და იმოქმედოთ არასტანდარტული გზითა და უჩვეულო ხერხებით. გამოიყენეთ თქვენი ანალიტიკური უნარები.

მორიელი

დღეს შესაძლოა თქვენი მიმზიდველობითა და შარმით ყველა მოხიბლოთ. იდეალური დროა ცხოვრებისეული სიტუაციების მოწესრიგებისა და ძველი, ღირებული ურთიერთობების დასალაგებლად.

მშვილდოსანი

დღის განმავლობაში მოზღვავებულმა ემოციებმა შესაძლოა პესიმისტურად განგაწყოთ სამყაროსა და ზოგადად ადამიანების მიმართ. არის წარუმატებლობის ალბათობაც, როგორც პირად, ასევე სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროში.

თხის რქა

საქმესა და ახალი პარტნიორების მოზიდვაზე ხართ ორიენტირებული. მოლაპარაკებების დროს ეცადეთ მეტად დაკვირვებული იყოთ. ამ დღემ შესალოა მოგცეთ ის რაც ფიქრობთ, რომ ცხოვერებაში ძალიან გაკლიათ.

მერწყული

სწრაფი ტემპი და ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ, რათა ყველა საქმე დროულად მოასწროთ. პრეზენტაციები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, ახლობლებისა და კოლეგების დახმარება... ყველაფერი ერთად იჩენს თავს.

თევზები

ცხოვრებას რეალურად აღიქვამთ, თქვენში მძაფრდება შემოქმედებითი პოტენციალი. შესაძლოა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მოგიწიოთ. მოვლენები პოზიტიურად ვითარდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...