1 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საკონსტიტუციო ცვლილებების დაკანონება ქართული საზოგადოების ძალისხმევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა - ბადრი ჯაფარიძე

მეათე მოწვევის პარლამენტი 120/30  პროპორციული და მაჟორიტარული  სისტემით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება. საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი  კანონპროექტის ცვლილების წინააღმდეგია.

საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ისაუბრა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.  მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილების დაკანონება  შეუძლებელი იქნებოდა ქართველი საზოგადოების უშუალო ჩართულობის გარეშე,  ოპოზიციური ძალების გაერთიანების და საერთაშორისო თანამეგობრობის  მონაწილეობის გარეშე. 

„Მინდა გითხრათ, რომ დღეს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. Მიღებულია  კონსტიტუციური ცვლილებები, რაც  ბევრად აუმჯობესებს საქართველოს საარჩევნო სისტემას.  ეს ცვლილება  შეუძლებელი იქნებოდა ქართველი საზოგადოების უშუალო ჩართულობის  და  ოპოზიციური ძალების გაერთიანების გარეშე.  დღეს არ გვაქვს სრულად პროპორციული სისტემა, მაგრამ დღევანდელი საკონსტიტუციო ცვლილებებით ჩვენ მივიღებთ იმ  სისტემას, რომელიც არის მაქსიმალურად დაახლოებული პროპორციულთან,“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.  

„ლელოს“ ლიდერმა ასევე  ყურადღება გაამახვილა, თუ რა როლი შეასრულა ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესში: 

„ოპოზიციამ  მოახერხა, რომ ხელისუფლებას ხელი მოეწერა  8 მარტის შეთანხმების საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ეს არ იყო შეთანხმება, რომელიც ძალიან უნდოდა „ქართულ ოცნებას“,   Ეს იყო როგორც ოპოზიციისა და საზოგადოების ძალისხმევის, ასევე საერთაშორისო მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის შედეგი.

თქვენთვის ცნობილია, რომ მათ არაერთხელ მოატყუეს საზოგადოება, როდესაც  პროპორციულ არჩევნებზე აღებული ვალდებულება  გადათქვეს.  აღნიშნული შეთანხმება  იყო კოლექტიური შრომის ნაყოფი - ქართულმა საზოგადოებამ,  გაერთიანებულმა ოპოზიციამ და  საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის ფაქტორმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა ამ შეთანხმებაზე. რა თქმა უნდა, თავისთავად ის ფაქტი, რომ პირველი მოსმენით მიღებისას კენჭისყრაში ჩართული იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოპოზიციური ძალა, ამან კიდევ უფრო შეამცირა კონსტიტუციური ცვლილებების ჩავარდნის რისკები.

ამიტომ, მე ვფიქრობ, დღევანდელი შედეგისთვის პირველ რიგში მადლობა უნდა გადავუხადოთ  საქართველოს საზოგადოებას, რომელიც მუდმივად, დაჟინებით ითხოვდა ცვლილებებს დღევანდელ დღემდე არსებულ საარჩევნო სისტემაში. რა თქმა უნდა, კარგია, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ, დღევანდელმა მმართველმა ძალამ ვალდებულებების ეს ნაწილი შეასრულა, თუმცა ამავე დროს,  უნდა  ითქვას,  რომ არა 8 მარტის შეთანხმება და ოპოზიციის გაერთიანებული ძალისხმევა, დღევანდელ ცვლილებები ვერ განხორციელდებოდა.“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...