0 4 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამირან გამყრელიძე - უკვე არის მტკიცებულებები, რომ თუ ოთახში ფანჯრები ღიაა და კონდინციონერი ჩართულია, ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმალურია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებზე მაგიდასთან მუშაობის დროს, თუ აბიტურენტს პირბადე აწუხებს, პირბადის მოხსნა შეუძლია და ამისთვის არავინ დასჯის, სხვა შემთხვევაში კი პირბადის გამოყენება აუცილებელია.

როგორც ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან განაცხადა, დაახლოებით 2 თვეა, რაც შექმნილია ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი ჯგუფი, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც მონაწილეობდა და ყველაზე დიდი კამათი 2 საკითხთან მიმართებაში იყო. ერთი, გამოცდებზე ვენტილაციის შესაბამის პირობებზე და მეორე - პირბადის გამოყენების წესზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე დამცავ და პრევენციულ საშუალებაზე.

„ევროპის დაავადებათ კონტროლის ცენტრის ბოლო მონაცემებით და რეკომენდაციებით, მუდმივად იყო მსჯელობა ე.წ. ვენტილატორებსა და გაგრილების საშუალებებზე ანუ კონდიციონერებზე. უკვე არის მტკიცებულებები, რომ თუ ოთახში ფანჯრები ღიაა და კონდინციონერი ჩართულია, ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმალურია. ამიტომ, რა თქმა უნდა, გამოცდების პროცესში კონდიცირების გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში, აუცილებელია ადამიანებს პირბადე ეკეთოთ. პირბადე არის ერთ-ერთი მთავარი დამცავი საშუალება და აბიტურიენტებს გარკვეული წუხილი ჰქონდათ, რომ პირბადით მუშაობა 3-4 საათის განმავლობაში შემაწუხებელია. დაგეთანხმებით, გარკვეულწილად შემაწუხებელია და მათი აზროვნების კონცენტრაცია ამ დროს შეიძლება გაიფანტოს. ეს არგუმენტი, ზოგადად, ნაკლებ დამაჯერებელია, მაგრამ აქაც გამოინახა კომპრომისი იმ თვალსაზრისით, რომ პირბადის ხმარება რეკომენდირებულია დახურულ შენობებში. მათ შორის, აბიტურიენტი პირბადით უნდა შევიდეს გამოცდაზე. საგამოცდო ბილეთის აღების დროს კომისიის წევრებთან და ზედამხედველებთან კონტაქტის დროს, ანუ როდესაც ერთამენთან საუბრობენ, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირბადე.

მაგიდები მეჩხერად არს განლაგებული, განახევრებულია და მათ შორის მარცხნივ და მარჯვნივ დისტანცია მინიმუმ 2 მეტრია, ასევე არის ე.წ დეზობარიერი. მაგიდასთან დაჯდომის დროს ვუშვებთ შემდეგ შემთხვევას, რომ თუ აბიტურიენტს არ სურს ატაროს ბირბადე, შეუძლია წერის დროს მოიხსნას, მაგრამ თუ დაუძახებს გარკვეული საკითხის გასარკვევად ზედამხედველს, აუცილებელია, რომ მას პირბადით ესაუბროს. თუ სურს საპირფარეშოში გასვლა, აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე, ასევე წერის დასრულების შემდეგ, როცა უნდა ჩააბაროს ნაწერი, პირბადე უნდა ეკეთოს. ანუ მაგიდასთან მუშაობის დროს, თუ მას პირბადე აწუხებს პირბადის მოხსნა შეიძლია, ამისთვის არავინ დასჯის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება კონდიცირებას, როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, გამოცდების დაწყების წინ ხდება ოთახის სრულად კონდიცირება, შემდგომ ის გაითიშება. ამასთან, მისივე განმარტებით, ბუნებრივი აერაცია ყველა ოთახში აუცილებელია.

„როგორც ინფორმაცია ამაქვს, ყველა ოთახს, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება, ბუნებრივი აერაციის საშუალება აქვს. ანუ ფანჯრები, რომლებიც მუდმივად ღია იქნება. ასევე ყველა ოთახში იქნება ტემპერატურის საზომი მოწყობილობა. ხოლო თუ ოთახის შიდა ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, მაშინ გარკვეული პერიოდულობით კონდიცირება ჩაირთვება, რომლითაც ასევე ყველა ოთახი არის აღჭურვილი. ოღონდ კონდიცირების ჩართვის დროს აბიტურიენტებმა ისევ ნიღაბი უნდა გაიკეთონ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ეს არის ის პროცედურები, რომლებიც უნდა დაიცვას ყველამ და რომელიც ინფექციის გავრცელების რისკს მინიმუმამდე დაიყვანს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...