0 5 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიმიტრი ხუნდაძე - შესაძლოა მეორე ტალღა იყოს დამანგრეველიც კი

კამათის ფონზე მიმდინარეობს ამ წუთებში პარლამენტის პლენარული სხდომა. დეპუტატები იმ ცვლილებებს განიხილავენ, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შეზღუდვების დაწესების ვადა უხანგრძლივდება.

როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, როდესაც საკითხი დგება მსგავსი ფორმულირებით - ჯანმრთელობა თუ სხვა დანარჩენი, ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ COVID-19-ის მეორე ტალღა, შესაძლოა, დამანგრეველიც კი იყოს.

"შესაძლოა, მეორე ტალღა იყოს დამანგრეველიც კი. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც სწორად არ აღიქვამს და პოლიტიკურ სარგებელს ეძებს ამ თემაში, ფიქრობს, რომ თითქოს საარჩევნო პროცესისთვის ვემზადებით ჩვენ და არა შესაძლო მეორე ტალღისთვის. კი, საარჩევნო პროცესისთვის ვემზადებით, რომ დავიცვათ მოსახლეობის უსაფრთხოება, მაგრამ, როდესაც საკითხი დგება - ჯანმრთელობა თუ ნებისმიერი სხვა რამ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ვადა ივლისამდე იყო გაწერილი, თუმცა შესაძლოა ვადა 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდეს. დეპუტატები პაკეტს, სავარაუდოდ, დღესვე დაამტკიცებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...