1 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისიმ და McKinsey & Company-მ ონლაინ კონფერენციას უმასპინძლეს - “ტურიზმი - გზა სექტორის აღდგენისკენ”

თიბისიმ და წამყვანმა გლობალურმა საკონსულტაციო კომპანიამ - McKinsey & Company ერთობლივ ონლაინ კონფერენციას უმასპინძლეს - “ტურიზმი - გზა სექტორის აღდგენისკენ”. 

შეხვედრაზე, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, თიბისის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა - ლევან შავკაციშვილმა, თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა - მერი ჩაჩანიძემ და McKinsey & Company-ის პარტნიორმა - ნათან საიცმანმა ისაუბრეს. 

გამომსვლელებმა განიხილეს ტურიზმის მიმართულებით როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტენდენციები - როგორ იცვლება ინდუსტრია და როგორ შეიძლება აღდგეს სექტორი. 

კონფერენციაზე წარმოდგენილი ადგილობრივი ტენდენციების თანახმად, წინა თვეებთან შედარებით ივლისში შიდა ტურიზმი გაიზარდა. შემცირებული ფასების პირობებში, უკანასკნელ პერიოდში რეგიონალურ სასტუმროებში დატვირთულობა გაზრდილია, თუმცა, ჩაკეტილი საზღვრების გამო, 2019 წელთან შედარებით ვიზიტორების უნაღდო ჯამური ხარჯვა 82%-ითაა შემცირებული. 

არსებული ჯავშნებით, ივლისში სასტუმროების დატვირთულობა თბილისში - 4%, ბათუმში - 13%, კახეთში კი 28%-ია. ვიზიტორების მოსაზიდად მომხმარებლებს რეგიონების დიდ სასტუმროებში საშუალოდ 30-45%-მდე ფასდაკლებებით შეუძლიათ სარგებლობა. 

ივნისი-ივლისში ქართველი ტურსიტები ძირითადად არჩევანს თბილისთან ახლოს დასვენებაზე აკეთებენ, განსაკუთრებით უქმეებზე. შესაბამისად, წლიური შემცირება უნაღდო ანგარიშსწორებაში კახეთში - 45%, მცხეთა-მთიანეთში კი 54% იყო, მაშინ როდესაც აჭარაში უნაღდო ანგარიშსწორება 75%%-ით არის შემცირებული, თბილისში ოთახების განთავსებიდან მიღებული ბრუნვა კი თითქმის განულებულია. 

McKinsey & Company-ს მონაცემების თანახმად, საერთაშორისო ვიზიტორების უმრავლესობის ძირითადი მოთხოვნებია ოთახის საფუძვლიანი დალაგება, 72 საათიანი შუალედი ოთახის ჯავშნებს შორის და ოთახის მომსახურების გაუქმება. ასევე, მათი დაკვირვებით წინასწარი ჯავშნების ხანგრძლივობა საგრძნობლად დამოკლებულია და მომხმარებელი დაჯავშნისას უპირატესობას მოქნილობას ანიჭებს (ჯავშნის გაუქმება ჯარიმის გარეშე).  

კონფერენციაზე საკონსულტაციო კომპანიამ ტურზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის რეკომენდაციებიც გააჟღერა, მათ შორის სასტუმროს სივრცეებისთვის ახალი ფუნქციების მინიჭება, სასტუმროში მოკლევადიანი დარჩენის შეთავაზებები და აქციები, ასევე მეტი უსაფრთხოებისთვის მასპინძლობის პროცესის დეტალური გაანალიზება. 

თიბისი კაპიტალის მოლოდინით, საქართველოში ტურიზმი 2019 წლის ნიშნულს 2022 წლის ბოლოს დაუბრუნდება. 

ქვეყანაში ტურიზმის დაფინანსების  და, ზოგადად, სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით, თიბისი ლიდერი ბანკია.

 

„თიბისი საიმედო პარტნიორია როგორც მცირე და საშუალო ზომის, ასევე მსხვილი, ქსელური ტიპის სასტუმროებისათვის როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. არსებულ რთულ პერიოდში, თიბისი პარტნიორებს ტურიზმის სფეროდან მათ საჭიროებებზე მორგებული და მოქნილი პირობებით ეთანამშრომლება იმისთვის, რომ სექტორის  ამოქმედებას მოთამაშეები მომზადებულები შეხვდნენ და შეუფერხებლად შეძლონ ფუნქციონირება. მსხვილი პროექტების შემთხვევაში, აქტიურად ვეთანამშრომლებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რაც გვეხმარება დამატებითი რესურსების მოძიებასა და მომხმარებლებისთვის დაფინანსების პირობების გაუმჯობესებაში. ტურიზმის სექტორს სხვა არაერთი ინციატივითაც ვუჭერთ მხარს - მაგალითად, თიბისი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის „სასტუმროს ოთახების მართვის“ პროგრამის მხარდამჭერი გახდა. ამასთანავე, თიბისი კაპიტალი რეგულარულად აწვდის ბაზრის მოთამაშეებს განახლებებს ტურიზმის სექტორში მიმდინარე პროცესებისა და ტენდენციების შესახებ, რაც მათ სწორ დაგეგმარებაში ეხმარებათ“, - ლევან შავკაციშვილი, თიბისის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...