0 0 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ალექსის სული მომევლინა, ფოტოს გადაღებაც მოვასწარი” – გარდაცვლილი ალექსის დედა

გარდაცვლილი ალექსი პატურაშვილის დედა ნათია ღვედაშვილი სოციალურ ქსელში წერს

„მეგობრებო, ახლა მოგიყვებით ჭიამაიას ამბავს. როდესაც ალექსიმ დაგვტოვა, პატარა ტაძრის შესასვლელთან კიბეებზე ვიჯექი სადაც ჩემი შვილის სხეული იყო დასვენებული, მას დიდხანს ვუყურებდი გაოგნებული, დამუნჯებული და გარშემო როგორ ირეოდა ხალხი მხოლოდ მათ სილუეტებს ვამჩნევდი.

თითქოს მთელს პლანეტაზე მარტო ვიყავი, მხოლოდ მე და ის პატარა ტაძარი. უცებ ქვემოთ დავიხედე და ჩემს ხელზე პატარა ჭიამაია შევნიშნე. დიდ ხანს ვუყურებდი და ვეფერებოდი

შემდეგ დღეებში ჩემს საძინებელ ოთახში ვნახე კედელზე და ცოტა შევცბი, ვიფიქრე დაამთხვევაა – თქო. შემდეგ კიდევ რამდენიმე დღეში ფარდაზე ვნახე. და ასე რამდენჯერმე.

არ მინდა სიგიჟეს გავდეს, ან სასოწარკვეთილი დედის ფანტაზიის ნაყოფს, არ ვარ ფანატიკოსი არც გადარეული. პირიქით ზრდასრულ ცხოვრებაში „ურწმუნო თომას“ ვგავდი, არ მჯეროდა სასწაულების, არც დიდად ახლა, მაგრამ ეს ჭიამაია კიდევ ბევრჯერ შევნიშნე როდესაც ყველაზე მეტად მიმძიმდება ხოლმე სული.

ბავშვობაშიც მქონია შემთხვევები როდესაც ჭიამაია მოფრენილა ჩემთან, მაგრამ ასეთი სიხშირით როგორც ახლა არასოდეს ყოფილა. ბავშვობაში მახსოვს ამბობდნენ ხოლმე თუ ჭიამაიას ნახავ რამე ჩაიფიქრე და ის ღმერთთან მიიტანს შენს სურვილსო და ამას აუცილებლად ვაკეთებდი ხოლმე ყოველ ჯერზე და მთელი გულით მჯეროდა რომ ის მართლა ღმერთთან მიფრინდებოდა და გადასცემდა ჩვენს სურვილებს.

მე კი ახლა მგონია, რომ ეს ჭიამაია ალექსის სულია, რომელიც პერიოდულად მოდის ჩემთან და მამშვიდებს. ასევე მომევლინა დღეს, როდესაც მაგიდასთან ვიჯექი ვითომდა წიგნის კითხვით გართული, ჩემი ცრემლები წიგნის ფურცლებს ეწვეთებოდა, ხელზე დავიხედე და რას ვხედავ?! ფოტოს გადაღებაც მოვასწარი. ნამეტანი ხშირი დამთხვევაა იმისა, რომ სასწაული ვიწამო. მე მჯერა ნიშნების, მადლობა ღმერთო.

მეგობრებო, შეამჩნიეთ გარშემო ნიშნები. ჩემო პატარა ჭიამაია, გიცანი, ვიცი რომ შენ ხარ. ალექს! „ჭეშმარიტი რეალისტი, თუ ის მორწმუნე არ არის, ყოველთვის იპოვის თავის თავში ძალასა და უნარს, სასწაულიც კი არ ირწმუნოს. რეალისტში რწმენა სასწაულებისგან კი არ იბადება, არამედ სასწაული იბადება რწმენისგან (დოსტოევსკი)”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...