1 2 : 5 2
 | 

მსოფლიო

ირაკლი კუპრაძე - არსებობს შემთხვევები, როდესაც შეცდომებზე ლაპარაკის ნაცვლად აუცილებელია უპირობო მხარდაჭერა

“ლელოს” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე ზუგდიდში მინდინარე მოვლენებს ეხმაურება. 

როგორც კუპრაძე აცხადებს, სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსი, რომელიც, სავარაუდოდ, მოლაპარაკებას აწარმოებდა  გამტაცებელთან და ერთ-ერთი მძევალი და ჩაანაცვლა, ხოლო თავად ტერორისტის ტყვე გახდა,  ავთანდილ გალდავაა. 

“არსებობს შემთხვევები, როდესაც  შეცდომებზე ლაპარაკის ნაცვლად გარდაუვლად აუცილებელია უპირობო მხარდაჭერა. ახლა სწორედ ეს დროა. იმედია, დამნაშავე ვერ გაიქცევა და ეს არ იქნება კრიმინალის "წამახალისებელი" ისტორია. ბოროტება უნდა დამარცხდეს ყველგან და ყოველთვის! დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. ავთო გალდავას, კარგ პოლიციელს, ახლოს გაიცნობს ქართული საზოგადოება,”—განაცხადა კუპრაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები