უკრაინამ ევროკავშირის 18-მილიარდიანი დახმარების პ...
უკრაინამ ევროკავშირის 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან პირველი ტრანში, 3 მილიარდი ევრო მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს. &bdqu...
|
მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
ვფიქრობდი, დამეწერა თუ არ. ვფიქრობდი, ვფიქრობდი და გადავწყვიტე. არასდროს შეგაწუხებდით უმნიშვნელო იშვიათი წაკბენების გამო, აქამდეც იოლად ვიტანდი და აწიც ავიტან, რომ არა დედაჩემის გვიანღამინდელი მოწერილი: "გიორგი, რა ქენი ამნაირი?” დედაჩემი ვერ არის მთლად ჯანმრთელად და სასწრაფოდ გადავურეკე. ვიღაც შეხმიანებია და უთქვამს – “სადღაც ეწერა, იმ დღეს გიორგის მოწოდებით უამრავი ადამიანი შევიდა ბიბლიოთეკაში და საპირფარეშო დასვარესო” – აი, ასე. და ის კიდევ ნერვიულობს ამაზე და ამბავი. ჰოდა, სანამ ძირითად სათქმელს მოგახსენებთ, მინდა გითხრათ, რომ ესეც ტყუილია, რბილად რომ ვთქვათ – მავნებლური. სულ ათიოდ ჩემი სტუდენტი ან აქციის მონაწილე თუ იყო ბიბლიოთეკაში იმ ღამით. როგორც ვიცი, ტერიტორიას არ ტოვებდნენ ჯარიმის შიშით. იყვნენ პოლიციელები და მათაც გავუღეთ კარი – ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან.
ჰოდა, ვინც ამას წერდით, თქვენც ხომ იცით, რომ სულ სხვა რამემ გაგაბრაზათ და ეს სამარცხვინო ამბავი ამადაც გამოიგონეთ? მათ შორის ადამიანებმა, რომლებსაც პატივს ვცემ და მცემენ. გაგაბრაზათ იმან, რომ არ შეგიძლიათ, მარტივი წინადადება მარტივადვე აღიქვათ – "თუ ვინმეს, ძვირფასო სტუდენტებო, წყალი მოგწყურდებათ, ჩვენი კარი ღიაა თქვენთვის” და ართულებთ, ართულებთ და აბინძურებთ იმ საპირფარეშოებზე უფრო. თქვენც ხომ ზუსტად იცით, აი, თქვენ, ვინც ეს იკადრეთ – ვისაც მხარს უჭერთ, მისი მიტინგი რომ ყოფილიყო, პირიქით იტყოდით. შეიძლება აქეთა მხრიდან დაგმსგავსებოდათ მაშინ ვინმე – არ გამოვრიცხავ. მაგრამ მინდა ისიც იცოდეთ, რომ კარს მაშინაც გავხსნით, გავხსნით უპრობლემოდ და იგივე შემართებით. ისიც ხომ ზუსტად იცით და ეს მე მახარებს – ჰუმანიზმის მხარეს იმ ღამით, ათიათასობით დადგა და მოიწონა, სრულიად უპარტიო და ჩვეულებრივი ხალხი. და ამან გაგაცოფათ და გაგამწარათ. მერწმუნეთ აქეთ, უბრალო, ადამიანურ მხარეს ძალიან ბევრი ვართ და მანდ – ბოღმისა და სიავის ნთხევის – ძალიან ცოტა – იოლად დათვლით, თუ სიძულვილი არ დაგიბრმავებთ თვალებს. მაგრამ ჩვენი სიმრავლე, არ ნიშნავს რომ ნიშნი უნდა მოგიგოთ ან დაგჩაგროთ. პირიქით, სრულიად პირიქით. თქვენ ჩვენ ვეღარ დაგვამარცხებთ, ჩვენ კი თქვენ – აღარ.
ჰოდა, კიდევ ერთხელ მინდა რომ შეისმინოთ – მე არც ნაცი ვარ და არც ქოცი, არც პოლიტიკა არის ჩემი საქმე. არც იქნება. ორივე დროს ვმუშაობდი და ვერცერთში ნახავთ ხელისუფლის დითირამბს ჩემგან. ეს გიკვირთ და ბრაზს გგვრით. დიახ, მე გიორგი კეკელიძე ვარ, ერთი თქვენგანი, თქვენი ტოლი ან უარესი. მაგრამ მე ვარ და ვარ ადამიანი, ვინც თვლის, რომ თავისუფლებაში ვარჯიში არის ადამიანად ყოფნის მთავარი ნიშანი, რომ გასაწმენდი საპირფარეშო იოლად მოწესრიგდება, გასაწმენდი გული – ძნელად. დიახ, ძალიან სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ – არიან ადამიანები, რომელთაც კითხვა რა დაესმით. და ჩვენ, მე და თქვენ, უნდა ვეცადოთ და რა ჯგუფის საზოგადოებაში კი არ ჩავტოვოთ ისინი, არამედ ძალა მოვიკრიბოთ და "ვინ” ჯგუფში გადმოვიყვანოთ. უნდა ვაჩვენოთ, რიმ არ ვბოროტდებით – დაგვწყევლიან და გავუღიმებთ, ხელს აგვიკრავენ და მეორეს გავუწვდით. და ისინი თუ არა, მათი შვილიშვილები მაინც ისწავლიან, რომ სიძულვილით არაფერი აშენდება, მხოლოდ ინგრევა და ნადგურდება. ერთმა იკითხა, ბიბლიოთეკა შენთვის ბაბუაშენს ხომ არ დაუტოვებიაო. არა, მეგობარო, ბაბუაჩემს ჩემთვის არაფერი დაუტოვებია, გარდა იმის ცოდნისა, რომ უნდა ეცადო და მეორე ადამიანი დაინახო, მეორე ადამიანი შეამჩნიო და ხელი გაუწოდო.
ამ თემაზე აღარ შეგაწუხებთ. მე ჩემს თავს მივხედავ და დედაჩემსაც დავამშვიდებ. თქვენც დამშვიდდით. წინ ისედაც ბევრი და დიდი საქმეა.
თქვენი
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze“
უკრაინამ ევროკავშირის 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან პირველი ტრანში, 3 მილიარდი ევრო მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს. &bdqu...
თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესში მივიდა. ამერიკელი კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლამდე, ზელენსკი დემოკრატებისა და რესპუბლიკელთა ლიდერებს შეხვდა როგორც ...
ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის იდეით გამოდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმაურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. წინადადების თანახმად, ახალმა სასანქციო პაკეტმა უნდა გაითვ...
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხიდის აღდგენილ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა განახლდა. მედიაში ვრცელდება ფოტომასალა, სადაც ჩანს, როგორ ათვალიერებს რუსეთის პრეზიდენტ...
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინას მოუწოდებს, „შეწყვიტოს კონფლიქტი“ და აცხადებს, რომ ახლა ყველაფერი მის ხელშია. "ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია. თუ მათ არ სურთ სიკვდილი, მ...
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერობას და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლას არ აპირებს. ჯონსონის განცხადებით, მას საკმარისი მხარდაჭ...
„კამიკაძე-დრონები“ და რაკეტები მთელ უკრაინას ესხმიან თავს. მტერს შეუძლია დაარტყას ჩვენს ქალაქებს, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ...
იანვარი 2023 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები