1 2 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკი მობილბანკის მომხმარებელს თანხის მოთხოვნის და გაყოფის ინოვაციურ ფუნქციონალს სთავაზობს

15 დეკემბერი, 2020- საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად, მობილბანკში თანხის გაყოფისა და  მოთხოვნის  ინოვაციური ფუნქციონალი დაამატა.  

თანხის მოთხოვნის  ფუნქცია მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, მარტივად შეაგროვოს ან თუნდაც ისესხოს ნებისმიერი ოდენობის თანხა, როგორც საქართველოს ბანკის, ისე სხვა ბანკის მომხმარებლებისგან. აღნიშნული ფუნქციონალი განსაკუთრებით ხელსაყრელია ისეთ სიტუაციებში, როგორიცაა მეგობრების მიერ დაბადების დღის საჩუქრისთვის ფულის შეგროვება. რაც შეეხება თანხის გაყოფის ფუნქციონალს, ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც გვიწევს სხვების ნაცვლად ფულის გადახდა. მობილბანკის თანხის გაყოფის ფუნქციონალი სწორედ მსგავსი სიტუაციებისთვისაა შექმნილი. მისი დახმარებით  მომხმარებელი სწრაფად და კომფორტულად შეძლებს გადახდილი თანხის მეგობრებთან გადანაწილებას და მოთხოვნას. 

აღნიშნული ფუნქციონალების დახმარებით, თანხის მიღებაც ისეთივე მარტივია ანგარიშზე, როგორც მისი  მოთხოვნის გაგზავნა. 

მომხმარებლის კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის საქართველოს ბანკი მუდმივად ახდენს  მობილბანკში გადახდა/გადარიცხვის პროცესების კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ერთერთი მაგალითია კონტაქტების სია, სადაც თავმოყრილია ყველა ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ვისთანაც თანხა გადაგირიცხავთ ან ვისგანაც თანხა მიგიღიათ ბოლო 2 წლის განმავლობაში. კონტაქტების სიის გამოყენებით თქვენ აღარ მოგიწევთ შაბლონების დამატება და შესაბამისად, თანხის გადასარიცხად დაგჭირდებათ მიუთითოთ მხოლოდ გადასარიცხი თანხის ოდენობა. მობილბაბკიდან თანხის გადარიცხვა  შესაძლებელია მობილურის, პირადი ან ანგარიშის ნომრით. 

„მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ თანხის მოთხოვნის და გაყოფის ახალი ფუნქციონალი, რომელიც მობილბანკის მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად შეიქმნა. ინოვაციური ფუნქციონალის მეშვეობით, მომხმარებელი ღილაკზე ერთი თითის დაჭერით შეძლებს ისეთი საჭირო ოპერაციების შესრულებას, როგორიცაა თანხის მოთხოვნა და გაყოფა. ამასთან, ახლა კიდევ უფრო მარტივი ხდება თანხის სასურველ ანგარიშზე მიღება. ახლახანს დამატებული კონტაქტების სია კი გადარიცხვებს კიდევ უფრო მოქნილს და მარტივს ხდის. საქართველოს ბანკი არ ჩერდება და აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. ჩვენი მიზანია, გამარტივებული პროცესებით მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მომხმარებელს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...