0 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც იყო გამოსულიყო და საზოგადოებისთვის ეთქვა სიმართლე

ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც იყო გამოსულიყო და საზოგადოებისთვის ეთქვა სიმართლე – ასე ეხმაურება ქართული ოცნების წევრი, გია ვოლსკი ივანიშვილის განცხადებას. 

“პირველი, რაც უნდა აღვნიშნო არის გიორგი გახარიას ძალიან მკაცრი და გადაჭარბებულად ხისტი კომენტარები, განმარტებები და პოზიცია, რომელიც მან უმრავლესობის შეხვედრაზე გამოხატა. გაცილებით უფრო მკაცრად, ვიდრე მას ჩვევია. მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდან იგი ნაციონალურ მოძრაობის მიმართ ამბობდა, რომ ეს პოლიტიკური ძალა უნდა დაამთავროს. გაცილებით ხისტი იყო შეხვედრაზე, როდესაც მოითხოვდა, რომ სასწრაფოდ მოხსნოდა დეპუტატის იმუნიტეტი.

მეტამორფოზა, რომელიც ვიხილეთ იმ პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ინტერესები სხვა ქმედებებს მოითხოვდა პრემიერისგან, უმკაცრესად უნდა შეფასდეს.

ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც იყო გამოსულიყო და საზოგადოებისთვის ეთქვა სიმართლე. პრემიერმინისტრის არაადეკვატურ მოქმედებებს დაემატა ინტენსიურად გავრცელებადი ჭორი იმაზე, რომ თითქოს ამას კავშირი აქვს ივანიშვილის ინტერესებთან. იქმნება ახალი პოლიტიკური ძალა და თითქოს ეს არის გარკვეულ სცენარს დაქვემდებარებული.

მისი შეფასებები, მისი ხედვა ამასთან დაკავშირებით გარკვეული ვალდებულებაც არის საზოგადოების წინაშე, რომელსაც იგი არასდროს გაურბოდა” – ამბობს ვოლსკი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...