1 6 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნათია მეზვრიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს.

„როგორც იცით, სისტემატურად ვატარებ ბრიფინგებს და პარტიის წევრების და მხარდამჭერების პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტებს ვაჟღერებ, რომლებიც ჩემთვის ცნობილი ხდება რეგიონული ოფისების ხელმძღვანელებისგან.

ბრიფინგზე გაჟღერებულ 4 ფაქტზე დღეს გამოკითხვაზე დამიბარა ყაზბეგის რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა ყაზბეგში, საქმეზე, რომელზეც როგორც აღმოჩნდა, გამოძიებაც კი არ არის დაწყებული (თუ ამ პოსტის მერე სასწრაფოდ არ დაიწყეს). აწარმოებენ ე.წ. მოკვლევას, რომელიც დიდი ხნის წინ გაუქმდა კანონით.

მიუხედავად უსაფუძვლოდ დაბარებისა (რომელიც დარწმუნებული ვარ პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მოდის), რიგითი გამომძიებლის პატივისცემით, იმ სისტემის პატივისცემით, სადაც წლები ვიმუშავე და იმისთვის, რომ ხელისუფლების მხრიდან სპეკულაციები თავიდან ავირიდო, მივალ, ოღონდ მივალ იმ დროს, როცა არ მაქვს დაგეგმილი შეხვედრები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში (აღნიშნული განვუმარტე გამომძიებელსაც).

„ოცნების“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და შსს-ს მაღალ მენეჯმენტს კი გაფრთხილებთ:

ბრიფინგზე გაჟღერებული მაქვს 100-ზე მეტი ფაქტი. აქტიური წინასაარჩევნო კამპანია მაქვს და ყოველი ასეთი უაზრო დაბარება იწვევს ჩემს მოწყვეტას საარჩევნო პროცესისგან.

რეალური გამოძიება დადეთ! აქ სულელი არავინაა. თითოეულ ფაქტზე შედეგისთვის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეთ და პირველ რიგში, პოლიტიკური ნიშნით დევნის სისტემური ხასიათი გამოიძიეთ.

როგორც ჩანს, პარტიის წევრების და მხარდამჭერების პოლიტიკური ნიშნით დევნა არ იკმარეთ და ახლა ამ ფორმით გადაწყვიტეთ მოგვწყვიტოთ საარჩევნო პროცესებს.

და ბოლოს, რიგითებს ნუ აკეთებინებთ ამას. ღირსებას ნუ ულახავთ და უხერხულში ნუ აყენებთ. თუ რამის თავი გაქვთ, გამოჩნდით და დებატებში დაგვისხედით“, - წერს მეზვრიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...