0 2 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Covid-19-ის დაფიქსირების შემთხვევაში, ბაღის სრულად კარანტინში გადაყვანა სავალდებულო აღარ იქნება

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც კერძო, ასევე საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში Covid-19-ის შემთხვევების დაფიქსირების შემთხვევაში, ბაღის სრულად კარანტინში გადაყვანა სავალდებულო აღარ იქნება. ამისთვის განისაზღვრება მაღალი და დაბალი რისკის კონტაქტები: 

„შემუშავდა რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს მაღალი და დაბალი რისკის კონტაქტები, ამის გათვალისწინებით, თუ ბაღის სივრცეში კოვიდი დაფიქსირდა, ასეთ შემთხვევაში სრულად კარანტინში ბაღის გადაყვანა სავალდებულო აღარ იქნება. თუ ინფიცირებული არის ბავშვი, გადავა მთელი ჯგუფი კარანტინში და არა მთელი ბაღი. დაავადებულთა კონტაქტში მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ყველა პირი გადავა იზოლაციაში, დანარჩენები გააგრძელებ სააღმზრდელო საქმიანობას. თუ პედაგოგი დაინფიცირდა და მას სხვა პედაგოგებთან ჰქონდა მაღალი რისკის დაუცველი კონტაქტი, ასეთ შემთხვევაში გადაწყდება სრულად გადავიდეს თუ არა ბაღი კარანტინში, რადგან საქმე რამდენიმე პედაგოგს ეხება. თუ დამლაგებელი გახდა ავად, რატომ უნდა დაიკეტოს ბაღი? ჩატარდება ეპიდმოკვლევა, რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს დამლაგებელთან კონტაქტში მყოფი პირი მაღალი რისკის მქონედ და რა შემთხვევაში დაბალი რისკის მქონედ. თუ დაბალი რისკის კონტაქტი ჰქონდა ბაღის სხვა პერსონალთან, არ მოუხსნია პირბადე, არავისთან შესულა, რატომ უნდა გავუშვათ მთელი ბაღი კარანტინში? ეს ახალი რეგულაციები ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ბაგა-ბაღებზე, როგორც კერძოზე, ასევე საჯაროზე,“- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა ციცო დილებაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...