2 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„გარდა იმისა რომ ფულის გათეთრება ყველაზე აპრობირებული სამშენებლო ბიზნესშია, ჩნდება კითხვა: რატომ მხოლოდ პოლიციელებს? რა დაგიშავეს მეხანძრე-მაშველებმა, სამხედროებმა, ვეტერანებმა, მარჩენალდაკარგულებმა, მრავალშვილიანებმა, სხვებმა?“ - გიორგი კაპანაძე პრემიერ ღარიბაშვილს

 

„გარდა იმისა რომ ფულის გათეთრება ყველაზე აპრობირებული სამშენებლო ბიზნესშია, ჩნდება კითხვა: რატომ მხოლოდ პოლიციელებს? რა დაგიშავეს მეხანძრე-მაშველებმა, სამხედროებმა, ვეტერანებმა, მარჩენალდაკარგულებმა, მრავალშვილიანებმა?“ - ასე მიმართავს ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი და მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი, მთავარი ოპოზიციური პარტიიდან, გიორგი კაპანაძე, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც დღეს, მთავრობის სხდომაზე, პოლიციის ქალაქის მშენებლობა დააანონსა, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჯიქიას ქუჩაზე, პოლიციელებს, ბინები შეღავათიან ფასში (ერთი კვ.მ 100 დოლარის ექვივალენტში გადაეცემათ).

აიტივი: დღეს პრემიერმა განაცხადა რომ პოლიციის ქალაქს ააშენებს...

გიორგი კაპანაძე: ღარიბაშვილს შევახსენებ რომ პროექტი, რომელზეც მან ისაუბრა, უნდა განხორციელდეს ხალხის - ბიუჯეტის ფულით. ამიტომ, გარდა იმისა, რომ ფულის გათეთრება ყველაზე აპრობირებული სამშენებლო ბიზნესშია, ჩნდება კითხვა: რატომ უნდა გადაეცეს ბინები შეღავათიან ფასებში მხოლოდ პოლიციელებს? რა დაგიშავეს მეხანძრე-მაშველებმა, სამხედროებმა, ვეტერანებმა, მარჩენალდაკარგულებმა, მრავალშვილიანებმა და სხვა სოციალურმა ჯგუფებმა?  

ვადასტურებ პატივისცემას ყველა კეთილსინდისიერი სამართალდამცველის მიმართ. ამავე დროს, ბიუჯეტი ყველასია, როგორც პოლიციელების, ისე სხვების.

მაშინ, როდესაც დევნილების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ისეთ ადგილებშია შესახლებული, სადაც რეალური საფრთხე იგრძნობა, რატომ გამოვყავით მხოლოდ პოლიციელები, რომლებსაც საკმაოდ მაღალი ხელფასი, დაზღვევა და სახელმწიფოს მხარდაჭერა აქვთ?

კეთილსინდისიერი პოლიციელი, რომელიც პოლიტიკურ დავალებას არ ასრულებს, ჩემთვის გმირია. ასევე გმირია ყველა ის ვეტერანი, რომელმაც იბრძოლა ჩვენი ქვეყნისათვის... თუმცა, ახსენდება ვინმეს ვეტერანები, რომლებიც ცინიკურ დახმარებას იღებენ სახელმწიფოსაგან?

ფულის გათეთრება ახსენეთ, ფიქრობთ რომ ეს პროექტი ფულის გათეთრებასთან შეიძლება იყოს კავშირში?

- ამის ახლა თქმა არ შემიძლია. ზოგადად კი, ვადასტურებ რომ ფულის გასათეთრებლად სამშენებლო ბიზნესი საკმაოდ ხშირად გამოიყენება. ფულის გათეთრება ტრანსნაციონალური დანაშაულია და იგი, ხშირ შემთხვევაში, რამდენიმე საფეხურიანი მოქმედებებისაგან შედგება. 

ამიტომ, არ არის გამორიცხული რომ ხელისუფლების იმ წევრებმა ან ხელისუფლების უკან მდგომმა პირებმა, რომლებსაც შავი ფული აქვთ და მისი გათეთრება ანუ ლეგალიზება და ეკონომიკაში ჩაშვება სურთ, სწორედ ეს მასშტაბური პროექტი (ასევე ბიუჯეტიდან დაფინანსებული განვადების პროგრამა, რომელზეც დღეს პრემიერმა ისაუბრა,) გამოიყენონ საკუთარი მიზნებისათვის.

მსგავსი სიახლეები