მსოფლიო
,,ემოციურად ძალიან გამიჭირდა სასწრაფო დახმარების ექიმების აქციაზე დანახვა.. არადა, რამდენი აქცია გამიშუქებია.. 24 საათიანი მორიგეობის შემდეგ, უძილოები, დაღლილები სამართალს ხან საგანგებოს ადმინისტრაციულ შენობსათან დგომით ეძებენ, ხანაც ჯანდაცვის სამინისტროსთან პროტესტით” - ჟურნალისტის ემოციური წერილი
2022-06-01 11:01:36
ჟურნალისტი, სუზი მკრტიჩიანი სოციალურ ქსელში სასწრაფო დახმარების ბრიგადების აქციას ემოციური ტექსტით ეხმაურება, რომელსაც აიტივი უცვლელად გთავაზობთ:
" 😷უნდა ვაღიარო, რომ ემოციურად ძალიან გამიჭირდა სასწრაფო დახმარების ექიმების აქციაზე დანახვა.. არადა, რამდენი აქცია გამიშუქებია - შვილმკვდარი დედების და მამების, რომლებიც ქუჩაში იდგნენ და სამართალს ეძებდნენ, ოკუპაციის, დევნილების, პოლიტიკოსების, ახალგზარდების..
სულ სხვანაირი ხალხია ექიმები - გაფიცვა თავშივე გამორიცხეს, ჩვენი მოვალეობა ადამიანების დახმარებაა, ამიტომ სასწრაფო დახმარების მანქანები არ გაჩერდებაო..
24 საათიანი მორიგეობის და ამ 24 საათში შესაძლოა, 27 შესრულებული მისამართის შემდეგ, პირდაპირ აქციაზე მიდიან, დაღლილები, უძილოები და სამართალს ხან საგანგებოს ადმინისტრაციულ შენობასთან დგომით ეძებენ, ხანაც ჯანდაცვის სამინისტროსთან პროტესტით, თუმცა, "არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!”
არადა, ეს ის ხალხია, რომლებზეც სულ ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის სამინისტროს კოლაფსმა გადაიარა.. ეს ის ხალხია, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში უწევდათ ერთი თავისუფალი საწოლის მოძიება პაციენტისთვის, რომლისთვისაც ჰოსპიტალიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ეს ის ხალხია, რომლებმაც სამჯერ და ოთხჯერ გადაიტანეს ვერაგი ვირუსი და მათთან ერთად, ოჯახის წევრებმაც, თუმცა ამას არავის აყვედრიან, კარგად აქვთ გათვითცნობიერებული რა პროფესიას ემსახურებიან და ეს ძალიან მოსწონთ..
ექიმები, განსაკუთრებით კი, სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრები, ქუჩაში არ უნდა იდგნენ ერთი მარტივი მიზეზის გამო - ისინი ამას არ იმსახურებენ.. 🚑❤️"
კომენტარები