2 1 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტმა რომ შეიწყალოს სააკაშვილი, მას არ გაათავისუფლებენ - ეკა ბესელია

 

მე დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტმა რომ შეიწყალოს სააკაშვილი, მას არ გაათავისუფლებენ, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებაზე დასკვნა დაიდება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება, სწორი აქცენტი იყო, რადგან სასჯელის გადავადებაც და სამკურნალოდ გადაყვანაც სასამართლოს კომპეტენციაა.

„სწორი აქცენტი იყო იმიტომ, რომ კანონით სასამართლო იხილავს სასჯელის გადავადებას, სამკურნალოდ გადაყვანას. ყველა საკითხი სასამართლოს კომპეტენციაა. რაც შეეხება შეწყალებას, არ არის ასე მარტივად საქმე.

მე არ მიჭირს ჩემი პოზიციის გამოხატვა, არაერთხელ ვთქვი, რომ არავითარი შურისძიების სურვილი არ მაქვს მე სააკაშვილის მიმართ და გავთავისუფლდი ასეთი ტიპის ემოციებისგან, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რომელიმე ჩვენგანის შინაგანი განცდა, გაბრაზება თუ წყენა, წყენა კი არა, ჯოჯოხეთი გავიარე ორი წელი, მაგრამ მე ნამდვილად ვუერთდები იმ ადამიანების რიცხვს, ვინც მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ასეთი სადამსჯელო ღონისძიებები, მაგრამ შეწყალება არ იქნება საკმარისი. მე დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტმა რომ შეიწყალოს სააკაშვილი, მას არ გაათავისუფლებენ, სხვა საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა თუ არ აქვს, შეუფარდებენ. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის აქცენტები ამიტომ იყო გადატანილი სასამართლოს მიმართ. სასამართლოს აქვს ახლა ყველზე მეტი პასუხისმგებლობა, რომ ამ საქმეზე აჩვენოს, ის არ არის გავლენების ქვეშ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...