0 1 : 2 4
 | 

კრიმინალი

სავარაუდო მკლელობა - საბერძნეთში საქართველოს 24 წლის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

საბერძნეთში, ქალაქ ათენში საქართველოს მოქალაქე 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მოკლულია. მას ერთი თვის ჩვილი დარჩა, რომელიც ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. 

გარდაცვლილი ქალის გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები