0 4 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

4 წლის გოგონა სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა - დაკავებულია ბავშვის დედა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 იანვარს, თბილისში 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

"გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვნის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.

ამ შემთხვევამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება ერთხელ, 6 იანვარს შევიდა. ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე, სსკ-ის 126-ე პრიმა მე-2 მუხლის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო გამოძიება. შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვანის დედა ლ. ქ.თავად მცირეწლოვანი კი პოლიციამ სავადმყოფოში გადაიყვანა და მომხდარის შესახებ ეცნობა სოციალურ სამსახურს.

საქმეზე გამოიკითხა ბრალდებული და არაერთი მოწმე, მათ შორის ოჯახის წევრები, შეტყობინების ინიციატორი და პოლიციის თანამშრომლები. გამოკითხულმა მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით.

ბრალის წარდგენის მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის მიუხედავად მის მიმართ პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი.

22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ ლ.ქ. ორდერის დარღვევისთვის პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის მიერ პარალელურად დაწყებულია შესწავლა და სამსახურეობრივი შემოწმება, რომელიც დაადგენს მიმდინარეობდა თუ არა ეფექტიანად შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი.

მცირეწლოვანის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დედა-შვილის მეზობლების ინფორმაციით, გოგონა ცემის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა აღნიშნულ ფაქტს უარყოფს ბავშვის ბებია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:44

    სამტრედიაში ცოლმა ქმარი მოკლა - დაკავებულია 29 წლი...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 19...

  • 15:45

    ,,ფულიც წაიღეს და სუნამოებიც.. ტორტებში ფული არ და...

    ოზურგეთში, არასრულწლოვნებმა პარფიუმერიის მაღაზია გაძარცვეს.მოზარდები დააკავეს, თუმცა კანონის გამო მალევე გაათავისუფლეს. ადგილობრივები ქურდობის გახშირებულ ფაქტებზე ყვებიან.    გუშინ ღამე 10 ს...

  • 14:33

    ლილოს დასახლებაში ახალგაზრდა ქალი მოკლეს...

    ფემიციდის მორიგი შემთხვევა თბილისში -  ლილოს წინუბანის დასახლებაში, ახალგაზრდა ქალი მოკლეს. ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა 22 წლის გოგოს მკვლელობის მიზეზი. შსს-მ მომხდარზე  გამოძიება სისხლის ს...

  • 18:36

    სენაკში "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირი შეი...

    მთავარი არხის ინფორმაციით, სენაკში "საქართველოს ბანკში" დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა და მოქალაქეს ჩანთა გასტაცა.    შემთხვევის შემდეგ ბრალდებულმა გაქცევა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ბ...

  • 17:14

    დაჭრა გურჯაანში - 24 წლის ბიჭს 18-მდე ჭრილობა აქვს...

    გურჯაანში მეგობარმა მეგობარი დაჭრა. მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება არყის გამოხდის დროს დაიწყო, რა დროსაც, 40 წლამდე კაცმა 24 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გურ...

  • 16:09

    თბილისში 23 წლის პოლიციელი დაჭრეს...

    სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - ზაარბრიუკენის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნოდარ ვაშაკიძესა და თეიმურაზ ანჯაფარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ანჯაფარიძის დაჭრით დასრუ...

  • 14:27

    საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა...

    მკვლელობა კახეთში - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმ...