ვარკეთილში მიკროავტობუსის მძღოლის დაჭრის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

ვარკეთილში მიკროავტობუსის მძღოლის დაჭრის ფაქტზე, პოლიციამ 1975 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას 1958 წელს დაბადებულ ბ.ლ.-ს ცივი იარაღით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
კომენტარები