0 2 : 1 8
 | 

კრიმინალი

ხონში TBC ბანკის ოფისიდან ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს

ხონში, თავისუფლების მოედანზე მდებარე TBC ბანკის ოფისიდან, ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს.

ჩარიცხვის აპარატი, "ქართული ოცნების" ოფისის ეზოში იპოვეს, რომელიც ბანკის გვერდით მდებარეობს. 

აპარატიდან წაღებული თანხის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

×