1 2 : 3 7
 | 

კრიმინალი

მალხაზ კობაურის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს საქმეზე ნაფიცი მსაჯულები სათათბიროდ გავიდნენ.

12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ოთხ საათში ერთხმად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ეს ოთხ საათში არ მოხდა, მათ რვა საათი ეძლევათ იმისთვის, რომ 8/4-ზე მიიღონ გადაწყვეტილება. თუკი, შემდეგ რვა საათშიც ვერ მოხდა ვერდიქტის გამოტანა ამ თანაფარდობით, კიდევ სამი საათი ეძლევათ კვლავ 8/4-ზე ვერდიქტის გამოსატანად.

თუ ამ შემთხვევაშიც ვერ მიიღეს ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება, მოსამართლე მათ გონივრულ ვადას აძლევს. ამ ვადაშიც თუ ვერ მოხდა ვერდიქტის გამოტანა, მოსამართლე მათ დაითხოვს და თავიდან მოხდება ნაფიც მსაჯულთა შერჩევა.

გამამტყუენებლი ვერდიქტის შემთხვევაში, სასჯელის ზომას მოსამართლე განსაზღვრავს.

​სმიტების ოჯახის სამი წევრი ხადას ხეობაში გასული წლის 4 ივლისს მოკლეს. მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 46
850 x 250

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:27

    ბათუმში, მერიის ყოფილი თანამშრომელი დაჭრეს...

    სისხლიანი გარჩევა ბათუმში. დაჭრილია მერიის ყოფილი თანამშრომელი ალეკო თევზაძე. მას ჭრილობები თავისა და ხელის არეში, სავარაუდოდ ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ცნობილია კონფლიქტში მონაწილე პირთა ვინაობაც....

  • 17:05

    10 სამართალდამცველს, რომელიც აქციის დაშლის ოპერაცი...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი:როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამ...

  • 17:48

    ახალციხეში მამაკაცმა მეზობლები ნაჯახით დაჭრა ...

    ახალციხის სოფელ ანდაში მამაკაცმა მეზობლები ნაჯახით დაჭრა. მამაკაცს თავდაპირველად ორ მეზობელთან დაპირისპირება მოუვიდა. რის შემდეგაც მან ორი ადამიანი ნაჯახით დაჭრა.ორივე დაშავებული შუახნის მამ...

  • 12:30

    მართვის მოწმობის აღება 800 ლარად - თაღლითობის ბრალ...

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე მურმან მ...

  • 11:15

    5 თვეში არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელ...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება:გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მშობლების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების შედეგების შესახებ.არასრულწლოვანთა მიმა...

  • 11:13

    დაბა წაღვერთან მომხდარი მკვლელობისა და ძარცვის საქ...

    პოლიციამ დაბა წაღვერთან მომხდარი მკვლელობისა და ძარცვის ფაქტებზე, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 3 პირი: 1998 წელს დაბადებული ნ. მ., 2000 წელს დაბადებუ...

  • 10:27

    ხულოში, მერიასთან მდებარე tbc pay-ის აპარატი მოიპა...

    დაბა ხულოში, tbc pay-ის ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს და თანხა წაიღეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. სამართალდამცველებმა გატეხილი აპარატი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში იპოვეს. ...