1 5 : 3 8
 | 

კრიმინალი

საგარეჯოში მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა

არსებული ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყანდაურაში 70 წლამდე მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. ასევე დაჭრილია მისი ცოლიც, რომელიც ავადმყოფობის გამო ლოგინად იყო ჩავარდნილი.

სავარაუდოდ, კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერ შვილს და რძალს ესროლა, შემდეგ კი დასახმარებლად შესული მეზობელი დედა-შვილიც მოკლა.

რა გახდა მკვლელობის ზუსტი მიზეზი, გამოძიება დაადგენს. მამაკაცი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ადგილზე პოლიცია მუშაობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები