1 9 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ყაჩაღური თავდასხმა საცხოვრებელ სახლზე - თბილისში კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი დააკავეს

ჩამოტვირთვა

თბილისში დანაშაულებრივი დაჯგუფების 5 წევრი დააკავეს. დაკავებულებს ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ყაჩაღობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარება ედებათ ბრალად, რაც 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა ჯგუფმა მიმდინარე წელს, 28 აგვისტოს, დაბა ოქროყანაში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა.

დანაშაულებრივი ჯგუფი შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების, ასევე, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ღონიძიების შედეგად დააკავეს. 

"სამართალდამცველებმა 4 პირი: 1977 წელს დაბადებული, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ნასამართლევი ნ. მ., 1960 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი დ.გ., 1960 წელს დაბადებული, ადრე ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1965 წელს დაბადებული ნ.კ. 18 ოქტომბერს, თბილისში, ჯანჯღავას ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ჯგუფურად ყაჩაღურ თავდასხმას აპირებდნენ.

ამავე ფაქტზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს 1986 წელს დაბადებული ზ.მ.

პოლიციამ, ერთ-ერთი დაკავებულის - გ.მ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. დანაშაულებრივი ჯგუფის სარგებლობაში არსებული ავტომანქანიდან, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, დანაშაულის ჩადენისთვის საჭირო ნივთები და ნიღბები.

ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის მე-5 წევრი, 1965 წელს დაბადებული კ.დ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა ჯგუფმა მიმდინარე წელს, 28 აგვისტოს, დაბა ოქროყანაში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა. მათ ოჯახის წევრებს ძალადობის მუქარით წაართვეს პირადი ნივთები, ფული, ოქროს ძვირადღირებული სამკაულები, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომობილი და მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დაადგინეს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ავჭალაშიც გეგმავდნენ ერთ-ერთი ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმას, რაც პოლიციის ოპერატიული რეაგირების შედეგად ვერ განახორციელეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ყაჩაღობის, დანაშაულის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, ასევე, 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:45

    ,,ფულიც წაიღეს და სუნამოებიც.. ტორტებში ფული არ და...

    ოზურგეთში, არასრულწლოვნებმა პარფიუმერიის მაღაზია გაძარცვეს.მოზარდები დააკავეს, თუმცა კანონის გამო მალევე გაათავისუფლეს. ადგილობრივები ქურდობის გახშირებულ ფაქტებზე ყვებიან.    გუშინ ღამე 10 ს...

  • 14:33

    ლილოს დასახლებაში ახალგაზრდა ქალი მოკლეს...

    ფემიციდის მორიგი შემთხვევა თბილისში -  ლილოს წინუბანის დასახლებაში, ახალგაზრდა ქალი მოკლეს. ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა 22 წლის გოგოს მკვლელობის მიზეზი. შსს-მ მომხდარზე  გამოძიება სისხლის ს...

  • 18:36

    სენაკში "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირი შეი...

    მთავარი არხის ინფორმაციით, სენაკში "საქართველოს ბანკში" დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა და მოქალაქეს ჩანთა გასტაცა.    შემთხვევის შემდეგ ბრალდებულმა გაქცევა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ბ...

  • 17:14

    დაჭრა გურჯაანში - 24 წლის ბიჭს 18-მდე ჭრილობა აქვს...

    გურჯაანში მეგობარმა მეგობარი დაჭრა. მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება არყის გამოხდის დროს დაიწყო, რა დროსაც, 40 წლამდე კაცმა 24 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გურ...

  • 16:09

    თბილისში 23 წლის პოლიციელი დაჭრეს...

    სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - ზაარბრიუკენის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნოდარ ვაშაკიძესა და თეიმურაზ ანჯაფარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ანჯაფარიძის დაჭრით დასრუ...

  • 14:27

    საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა...

    მკვლელობა კახეთში - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმ...

  • 19:48

    ქალზე ძალადობაში ბრალდებული კაბუ სასამართლომ 10 00...

    ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, კახა აბუაშვილს, იგივე "კაბუს" აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გ...

  • 16:24

    "სიბნელეში ცხოველი ჰგონებია, რომ მივიდა და ბიძაშვი...

     ქარელის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე ასაკის დემურ ნონაშვილი მოკლეს. დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული გელა ნონაშვილი, რომელიც მოკლულის ნათესავია. ოჯახის წევრები ყვებიან, რომ დაკავებულს ნათესა...

  • 11:04

    შსს-მ ახალქალაქში 35 წლამდე მამაკაცი ქორწინების იძ...

    შსს-მ ახალქალაქში 35 წლამდე მამაკაცი ქორწინების იძულების ფაქტის გამო დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული სსკ–ს 1501 მუხლით არის ...

  • 13:35

    ჩოხატაურში მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმ...

    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, შუა ხნის კაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სი...

  • 16:01

    საქართველოში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ...

    საქართველოში 2-თვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აშშ-ის მოქალაქე დააკავეს, რომელიც არაერთი მძიმე დანაშაულისთვის წითელი ცირკულარით იყო ძებნილი. ინფორმაციას  შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელ...

  • 18:04

    „ავერსის“ კლინიკიდან პატიმრები გაიქცნენ...

    „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, დღეს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. მათივე ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხ...

  • 13:37

    დიდ დიღომში დისტრიბუციის მანქანის მძღოლი გზის დათ...

    დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი დისტრიბუციის მანქანის მძღოლ...

  • 15:09

    1 421 000 ლარის ოდენობის „აგროკრედიტი“ მიიტაცეს - ...

    სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 14 პირის მიმართ დაიწყო - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტ...

  • 18:29

    გორში, შვილის მკვლელობისთვის 67 წლის კაცი დააკავეს...

    გორში 39 წლის შვილის მკვლელობისთვის 67 წლის კაცი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონ...

  • 09:20

    14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული 27 წლის კაცი,...

    შინაგამ საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების ფაქტებზე, 1996 წელს დაბადებული, ძებნილი, ა.ს. დააკავეს....

  • 18:25

    კახეთში 14 წლის გოგო ქმარმა მოკლა...

    ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგო ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

  • 14:25

    მიხეილ კალანდია - საპატიმროში დავამთავრე იურიდიული...

    დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი და კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი პროკურორობას - ასევე, შევისწავლე ფრანგული ენა, რათა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საკუთარი თავის დაცვა შევძლო, - ამის შე...

  • 12:55

    თბილისში, ერთ-ერთ მიწისქვეშა ავტომობილების სადგომზ...

    პოლიციამ თბილისში, 6 მანქანის გაქურდვის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. მათივე ინფორმაციით, ...

  • 14:09

    ბოლნისში კაცმა ცოლი მოკლა, 15 წლის შვილი კი დაჭრა ...

    "მთავარი არხის" ინფორმაციით, ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა და 15 წლის შვილი დაჭრა. ადგილობრივების თქმით, 36 წლის ქალს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.  არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ ...