0 7 : 3 7
 | 

კრიმინალი

მამაკაცმა დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვან თანასოფლელ გოგოს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა - პოლიციამ ყველა მათგანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, პოლიციამ გარდაბანში არასრულწლოვანი გოგოს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის ოთხი პირი დააკავა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელში ერთერთმა ბრალდებულმა, ე.ბ-მთავისი დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვან თანასოფლელ გოგოს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

პოლიციამ ოთხივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდების სახით დააკავა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები