2 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

პროკურატურა მიხეილ კალანდიას მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ეპიზოდში სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს

პროკურატურა მიხეილ კალანდიას მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ეპიზოდში სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს. აღნიშნული შუამდგომლობა საქმის პროკურორმა გიორგი ქობულაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დააყენა.

ბრალდების მხარემ სასამართლოში კალანდიას მიმართ 3 სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი დამატებით მტკიცებულებად წარმოადგინა, რომლის საფუძველზეც დანაშაულის შეუტყობინებლობის ეპიზოდში კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შემწყდარიყო.

თოდუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმება, მისი დასაბუთება არარელევანტური და სპექტაკლში მონაწილეობას არ მიიღებდა. ადვოკატის თქმით, საქმე პოლიტიკური დაკვეთით მიმდინარეობს და რომ პროკურატურას აღნიშნული შუამდგომლობის დაყენება 3 წლის განმავლობაში შეეძლო. თოდუამ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობით მიმართა.

პროკურორ გიორგი ქობულაძის განცხადებით, საქმეზე პოლიტიკური ზეგავლენა გამორიცხულია. მისივე განმარტებით, ამ დრომდე საქმის შეწყვეტის შუამდგომლობას ვერ დააყენებდნენ, ვინაიდან კალანდიას მიმართ სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო საჭირო.

რაც შეეხება საპროცეო შეთანხმებას, როგორც პროკურორმა განმარტა, ამ პირობებში საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობას ვერ დააფიქსირებს, რადგან ბრალდების მხარე ამბობს, რომ კალანდიას ეს დანაშაული არ ჩაუდენია.

ადვოკატმა ზურაბ თოდუამ პოზიციის დასაფიქსირებლად დრო ითხოვა, რის გამოც, სხდომა გადაიდო. სხდომა 24 ივნისს, 11:30 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ კი, საკასაჩიო საჩივარი საერთოდ დაუშვევბლად მიიჩნია. აღნიშნულ საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი.

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, მას აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:09

    თბილისში 23 წლის პოლიციელი დაჭრეს...

    სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - ზაარბრიუკენის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნოდარ ვაშაკიძესა და თეიმურაზ ანჯაფარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ანჯაფარიძის დაჭრით დასრუ...

  • 14:27

    საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა...

    მკვლელობა კახეთში - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმ...

  • 19:48

    ქალზე ძალადობაში ბრალდებული კაბუ სასამართლომ 10 00...

    ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, კახა აბუაშვილს, იგივე "კაბუს" აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გ...

  • 16:24

    "სიბნელეში ცხოველი ჰგონებია, რომ მივიდა და ბიძაშვი...

     ქარელის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე ასაკის დემურ ნონაშვილი მოკლეს. დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული გელა ნონაშვილი, რომელიც მოკლულის ნათესავია. ოჯახის წევრები ყვებიან, რომ დაკავებულს ნათესა...

  • 11:04

    შსს-მ ახალქალაქში 35 წლამდე მამაკაცი ქორწინების იძ...

    შსს-მ ახალქალაქში 35 წლამდე მამაკაცი ქორწინების იძულების ფაქტის გამო დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული სსკ–ს 1501 მუხლით არის ...

  • 13:35

    ჩოხატაურში მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმ...

    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, შუა ხნის კაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სი...

  • 16:01

    საქართველოში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ...

    საქართველოში 2-თვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აშშ-ის მოქალაქე დააკავეს, რომელიც არაერთი მძიმე დანაშაულისთვის წითელი ცირკულარით იყო ძებნილი. ინფორმაციას  შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელ...