1 8 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი ხელფასების მითვისების ფაქტზე დააკავეს – მითვისებულია 1 288 000 ლარი

პროკურატურამ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული, სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი – მ.ა. სხვადასხვა პერიოდში, სახელფასო ბაზების შევსებისას, ხელფასის დასარიცხად უთითებდა ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების პირად მონაცემებს, ხოლო მათ სახელფასო ანგარიშის ნაცვლად – საკუთარ საბანკო ანგარიშს, რის შედეგადაც მითითებული თანხები მის ანგარიშზე ირციხებოდა.

გარდა ამისა, ბრალდებული ხელფასის გასაწერად შედგენილ დოკუმენტში, ხელფასის დასარიცხად უთითებდა მისი სანაცნობო წრიდან მოძიებული პირების პირად მონაცემებს და საბანკო ანგარიშის ნომრებს, რის შედეგადაც ბრალდებულის ნაცნობ პირებს, რომლებიც არ წარმოადგენდნენ “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი”-ს თანამშრომლებს, ერიცხებოდათ ვითომდა შრომითი ანაზღაურება.

აღნიშნული ქმედებებით, ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა პირებთან ერთად თაღლითურად დაეუფლა “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი”-ს კუთვნილ 1 288 000 ლარს. მ.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:39

    ვაკეში,კაფე "სტრადაში" კაცი ჩაცხრილეს...

    სროლა თბილისის ცენტრში. ვაკეში, კაფე "სტრადაში" კაცი ჩაცხრილეს. თვითმხილველების ინფორმაციით, დაახლოებით 7 გასროლის ხმა გაიგეს.  ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.მიმდინარეობს გამოძიება...

  • 12:40

    „ქრთამის სახით მიიღეს ფულადი თანხები“ – დაკავებული...

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის აპრი...

  • 11:00

    ახმეტაში 71 წლის ქალი 18 წლის ახალგაზრდამ სანადირო...

    ახმეტაში, 71 წლის ქალი 18 წლის ბიჭმა მოკლა, შემთხვევა ქალაქის ცენტრში მოხდა. მოხუცს ცეცხლსასროლი იარაღიდან მეზობელმა ესროლა. თვითმხილველების და გარდაცვლილის მეუღლის  ინფორმაცი...

  • 14:52

    ბაღდათის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთ...

    ბაღდათის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ერთი ადამიანი მოკლა, მეორე კი, დაჭრა. დავა თანხის გამო დაიწყო. არსებული ინფორმაციით...

  • 12:22

    აშშ-ში გადაყვანის სანაცვლოდ მოქალაქეებს 7000 $ არ...

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა პირი, რომელიც 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანას ჰპირდებოდა, მათ თ...

  • 13:29

    დააკავეს 3 პირი, რომლებიც იაფფასიანი სარეცხი ფხვნი...

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ო...

  • 12:53

    14 წლის გოგოზე, სავარაუდოდ, მამამ, ხოლო მეორე შემთ...

    კახეთის მუნიციპალიტეტის ორ სხვადასხვა სოფელში ორი არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, გააუპატიურეს. 14 წლის გოგოზე, სავარაუდოდ, მამამ, ხოლო მეორე შემთხვევაში კაცმა – 12 წლის გერზე იძალადა. არსებული ინფო...