0 8 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

წინანდალი საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი ხდება

ჩამოტვირთვა

წინანდალის მუსიკალური ფესტივალი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩართულობის მაგალითია, რომელმაც აუცილებლად უნდა მოიტანოს დიდი წარმატება, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფესტივალის შესახებ გამართულ ბრიფინგზე, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.

ბრიფინგში ასევე მონაწილეობდნენ ფესტივალის ავტორები და ორგანიზატორები კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი მარტინ ენგსტრომი, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის დირექტორი, ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი და წინანდლის ფესტივალის თანადამფუძნებელი ავი შოშანი და ფესტივალის დირექტორი დავით საყვარელიძე.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „წინანდლის ფესტივალი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი მხარდაჭერით სარგებლობს. შესაბამისად, მან უსურვა ფესტივალს წარმატება, საერთაშორისო აღიარება, ხოლო დამფუძნებლებს იმ შედეგის მიღწევა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი“.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ფესტივალი სახელმწიფოსა და „სილქ როუდ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია. მისი ინფორმაციით, ფესტივალის თანადაფინანსება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან მოხდება.

„ჩვენ 2018 - 20 წლეებში გავმართავთ იმ მუსიკალურ ღონისძიებებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად და კლასიკური მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლების პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

წინანდალში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი და მუსიკალური აკადემია 2019 წლიდან დაფუძნდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები