2 2 : 3 2
 | 

ბიზნესი

აფბა ზურაბ ალავიძეს მიმართავს - დაუყონებლივ შეცვალეთ ტენდერების ჩატარების წესები

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ მოუწოდებს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრ ზურაბ ალავიძეს, რომ დაუყონებლივ შეცვალოს მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული ტენდერების ჩატარების წესები.

აფბას კვლევის პირველივე ეტაპზე კარგად ჩანს სერიოზული დარღვევები და ხარვეზები, რომელთა სრულად შესასწავლად სამართალდამცავი ორგანოების ჩართვაც კი შეიძლება გახდეს საჭირო. შესაბამისად, სამინისტროს და მთლიანად ხელისუფლების მხრიდან სასწრაფოდ უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომ თაღლითური სქემები, რომელიც გამოყენებულია საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დროს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოიფხვრას.

უმნიშვნელოვანესია, რომ ტენდერების ჩატარების არსებული მახინჯი პრაქტიკა სასწრაფოდ  შეიცვალოს. უნდა გაკონტროლდეს ტენდერის პირობებისა და შემდგომ გამარჯვებულთან დადებული ხელშეკრულებების თანადობა. ხშირ შემთხვევაში, ტენდერის პირობების ძირითადი შემადგენელი ნაწილები არ ხვდება ხელშეკრულებაში, რაც სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით წარმოქმნის პრობლემებს და კორუფციული გარიგებების სათავეა.

ყველა ცვლილება ტენდერის პირობებიდან, იქნება ეს პროექტის სრული თუ ნაწილობრივი ცვლილება თუ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშიდან გადახრა, უნდა გახდეს საჯარო. სახელმწიფოდან უფლებამოსილი სუბიექტის მხრიდან აუცილებლად უნდა მოხდეს ექსპერტიზის ჩატარება, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობისა და მშენებლობის სააგენტოდან სამშენებლო ნებართვის ხელახალი გაცემა.

აფბა მოუწოდებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაამკაცროს ზედამხედველ კომპანიებთან ურთიერთობის კონტრაქტები და გაზარდოს მათი პასუხისმგებლობის არეალი და მოთხოვნები. ვინაიდან, საქართველოს მოსახლეობა მილიონობით ლარს იხდის მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაში, მაგრამ იღებს უხარისხო ინფრასტრუქტურას და გზებს.

ზედამხედველი ორგანიზაციების ყოველთვიური ანგარიშები უნდა გამოქვეყნდეს მედიაში, რათა საზოგადოებას ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია ქონდეს პროექტების მიმდინარეობის თაობაზე.

მსხვილი საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროექტების ცვლილება უნდა დამტკიცდეს მთავრობის მიერ, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური სამინისტროს წარდგინებით შესაბამისი ექსპერტული დასკვნების საფუძველზე. პროექტების მიმდინარეობა უნდა გახდეს გამჭვირვალე ფინანსური ტრანზაქციების კუთხითაც და ნებისმიერი ახალი ტრანზაქცია უნდა იყოს დადასტურებული წინა ფინანსური ოპერაციების თანმდევი სამუშაოების მიღება-ჩაბარებების აქტების მედიაში გამოქვეყნებით.

ახალგაზრდა ფინანსისტები მიმართავენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გააძლიეროს გზებისა და ინფრასტრუქტურის მშენებელ და ზედამხედველ კომპანიებზე კონტროლი ხარისხის, ვადებისა და ტექნოლოგიების დაცვის კუთხით.  სამინისტრომ დროულად უნდა გამოიყენოს კანონმდებლობით დაშვებული უფლებამოსილებები და მოახდინოს დაუყონებლივი რეაგირება ზედამხედველი კომპანიების მოწოდებულ ინფორმაციაზე და აღმოფხვრას ყველა დარღვევა.

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრომ სასწრაფოდ მოამზადოს კანონპროექტი და არსებულ კანონებში ცვლილებები ტენდერების ჩატარების წესებისა და კონტრაჰენტებთან პროექტის დასაწყისიდან, პროექტის ჩაბარების ჩათვლით საჯაროობის, გამჭვირვალობისა და საუკეთესო მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარე.

და ბოლოს, ახალგაზრდა ფინანსისტები მივმართავთ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრს - ბატონო მინისტრო, უბრალოდ მიბაძეთ კალაძეს, რომლის გადაწყვეტილებითაც მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებები შედის და ხარისხის კონტროლი სავალდებულო იქნება არა მხოლოდ განხორციელების, არამედ დაპროექტების და სამუშაოების ჩაბარების ეტაპზეც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:16

    საფრთხე, რომლითაც მოძრაობთ! რა ღირს თქვენი უსაფრთხ...

    საბურავი ერთადერთი დეტალია ავტომობილში, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის, რაც ჩვენ უსაფრთხოებას ეხება ავტომობილით მოძრაობისას.საქართველოში მეორადი საბურავების წილი ბ...

  • 16:25

    SOLO და Eastern Promotions, Black Sea Arena-ზე წ...

    ლეგენდარული ბრიტანელი კომპოზიტორი, პოპ და როკ-მუსიკოსი, მომღერალი სერ ელტონ ჯონი საქართველოს 2018 წლის 30 ივნისს ეწვევა და ორი დღის განმავლობაში, 30 ივნისსა და  და 1-ელ ივლისს კონცერტებს გამართავ...

  • 17:23

    საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, რომლის გე...

    23 მაისი, 2018- საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნე...

  • 15:45

    თბილისის ტექნოპარკში „სტარტაპ კვირეული“ გაიხსნა...

    „სტარტაპ კვირეული“ თბილისის ტექნოპარკში 22- 26 მაისს გაიმართება და მის ფარგლებში სტარტაპები ყველა შესაძლებლობას გაეცნობიან, რასაც სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები მათ იდეის გენერირებიდან მის რეალობა...

  • 15:52

    ვისთან ერთად ჩამოდის ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლ...

    რამდენიმე დღეში  ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი  მსოფლიო ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა. ცნობილია, რომ ფესტივალი 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, მიხეი...

  • 12:49

    თიბისი ბანკის მხარდაჭერით სვანეთში გამოფენა „MAGNU...

    19 მაისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესა და მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, სვანეთის ის...

  • 12:05

    საქართველოს ბანკმა პროექტ „ბიზნეს კაფე“-ს ფარგლებ...

    22 მაისი, 2018- საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, ბიზნეს პროექტის- „ბიზნეს კაფე“-ს  ფარგლებში რიგით მეორე შეხვედრა გამართა. საკონსულტაციო კომპანია ინსორსისა და საქართველოს ბანკის...