“არაფერია ახალი იმაში, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, არის მსოფლიო მოვლენა. ეს არის ზეიმი, რომელსაც აღნიშნავს ყველა. ისინიც კი, ვინც არ არიან სპორტის ამ სახეობის განსაკუთრებული გულშემატკივრები, ჩართულნი არიან საფეხბურთო ციებ-ცხელებაში. ბუნებრივია, ყველა ბრენდი ცდილობს ამ სახალხო ზეიმს გამოეხმაუროს. ლუდი „ნატახტარიც“ არ არის გამონაკლისი. მითუმეტეს, ჩვენთვის ტრადიციაა, რომ ვეხმაურებით ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებს. ამჯერად, გამოწვევა იყო ის, რომ გვინდოდა, კამპანია ყოფილიყო ყველა სხვა ბრენდის საკომუნიკაციო კამპანიისგან გამორჩეული. მზად ვიყავით რევოლუციური და გაბედული ნაბიჯისთვის, თუ ის სიამოვნებას მიანიჭებდა მომხმარებელს და ღიმილს მოჰგვრიდა მას.
როდესაც გაჩნდა იდეა, ბრენდის სახელი, საგანგებოდ ჩემპიონატის განმავლობაში, შეგვეცვალა და მისთვის „გოოოოლი“ (საფეხბურთო ნატახტარი) დაგვერქმია, ვიფიქრეთ, რომ ბრენდის ათწლიანი ისტორია და მაღალი ცნობადობა გვაძლევდა ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას. ამ გზით, ლუდი „ნატახტარი“ ფეხბურთის ყველაზე სასიამოვნო მომენტთან დავაკავშირეთ.
თან, ლუდი ხომ ფეხბურთის გულშემატკივრობის განუყოფელი სასმელია. ვიმედოვნებთ, ამ კამპანიით სიამოვნებს შევმატებთ ფეხბურთის საყურებლად შეკრებილ მეგობრებს, მივცემთ საშუალებას, დატკბნენ საყვარელი ლუდით და სარეკლამო ჭრებში სტანდარტული სარეკლამო მესიჯის ნაცვლად, გასართობი შინაარსის ვიდეორგოლები იხილონ,” - განმარტავს „ნატახტარის“ უფროსი ბრენდ მენეჯერი, ანა ქარჩავა.
ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად, ავტომობილის შესაბამისი მომზადება აუცილებელია. როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7-10 გრადუსამდე იზრდება, მანქანა ზაფხულის საბურავებით უნდა აღიჭურვოს. „თეგეტა მოტორსმა&...
„თეგეტა ჰოლდინგმა“ 22 აპრილს დედამიწის დღე აღნიშნა და, 193 ქვეყანასთან ერთად, ყოველწლიურ ღონისძიებას შეუერთდა. დედამიწის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. „დედამიწის დღ...
თიბისი დაზღვევა 2018 წლიდან საცალო ავტოდაზღვევაში ბაზრის წილით უცვლელად, პირველ ადგილზეა. მხოლოდ 2023 წელს კომპანიამ 28 მილიონ ლარზე მეტი აანაზღაურა. მომხმარებლების კმაყოფილება, პირველ რიგში, კომპანი...
მცხეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი ბარათით. მგზავრობის საფასურის გადახდა შეიძლება, როგორც ფიზიკური ბარათით ასევე ციფრული საფულის...
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მო...
ინოვაციური ტექნოლოგია, გამძლეობა და ხანგრძლივი საექსპლუატაციო პერიოდი - ეს Energizer-ის აკუმულატორების მთავარი მახასიათებლებია. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს ამერიკული ...
მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით, აღსანიშნავია რუსეთიდან მიგრაციის ეფექტის მატება, რაც უკრაინაში ტრაგიკული მოვლენების შემდგომი ესკალაციის გაზრდილ ალბათობას უკავშირდება. ამდენად, შარშანდელთან შედ...
კომენტარები