0 5 : 3 0
 | 

ბიზნესი

კომპანია GWS ბაროკოს სტილში გრანდიოზულ ღონისძიებას The Garden of Delights გამართავს

23 ივნისს, 18:00 საათზე ცნობილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია GWS თელავში, აჩინებულში მდებარე ერთ-ერთ უძველესი ღვინის ქარხნის ეზოში ბაროკოს სტილში გრანდიოზულ ღონისძიებას სახელწოდებით,  „ტკბობის ბაღი“/“The Garden of Delights”  გამართავს და  მოწვეულ სტუმრებს საკულტო ღვინოების ახალ კოლექციას წარუდგენს.

ღონისძიებას  დაესწრებიან  კომპანია GWS-ის კომპანიის უცხოეული პარტნიორები, დიპლომატიური კორპუსისა და სავაჭროს პალატის  წარმომადგენლები, მათ შორის, საფრანგეთის ელჩი, მისი აღმატებულება ბატონი პასკალ მენიე, ღვინის ეროვნული ასოციაციის წევრები,  თელავის მერი,  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის  წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები და მედია. ღონისძიებაზე   ასევე მოწვეულები არიან ღვინის ბიზნესის  წარმომადგენლები საფრანგეთიდან, ჩინეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. ამასთან, ჩამობრძანდებიან მაღალჩინოსნები ჩინეთიდან. სტუმრებს უმაპინძლებს კომპანიის აღმსარულებელი დირექტორი ფილიპ ლეპსი.

The Garden of Delights   თეატრალიზებულ და ფერად გარემოს მუსიკალურად გააფორმებენ კამერული ანსაბლი, მარიკო ებრალიძე და  ლევან მასპინძელაშვილი. საღამოს ენერგიულად გააგრძელებს DJ.

GWS, როგორც პირველი ბოთლირებული ღვინის მწარმოებელი კომპანია სტუმრებს ბაროკოს ინსპირაციით შექმნილ გარემოში „ტკბობის ბაღი“ უმასპინძლებს. ღონისძიების მსვლელობისას სტუმრები საკულტო ღვინოების  კოლექციას ექსკლუზიურად გაეცნობიან და დააგემოვნებენ.

შეგახსენებთ, რომ GWS უკვე მესამე წელია, რაც პარტნიორებსა და ერთგულ მომხმარებლებს  თელავის ღვინის ქარხანის ტერიტორიააზე ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებაზე  მასპინძლობს, სადაც კომპანია წლის ახალი პროდუქტის პირველად წარდგენასაც უკავშირებს. 2016 წელს, კომპანიამ ქარხნის 40 წლის იუბილე აღნიშნა, სადაც წარმოდგენილი იყო ბრენდი „ვისმინო“. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ტური და პროდუქტის დეგუსტაცია. შარშან კი სტუმრები „ბახუსის ზეიმზე“ იხმო და „თამადას დიდებული რეზერვი და ქვევრი“ დააგემოვნებინა. ღონისძიების მიზანს სწორედ, დროსტარების, ღვინით თრობისა და მისგან სიამოვნების მიღების ტრადიციის აღდგენა - გაცოცხლება და გათანამედროება წარმოადგენდა - როგორ ზეიმობდნენ ბახუსს ჩვენს წელთაღრიცხვამდე და როგორ აღნიშნავენ ზეიმს 21- საუკუნეში. 

GWS - ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა საქართველოში, რომელიც  1993 წელს  თელავში, აჩინებულში მდებარე, ჯერ კიდევ, 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს „თელავი 2“ -ის ბაზაზე შეიქმნა. დღესდღეობით, “GWS”-ის მფლობელობაში  350 ჰექტარი ვენახია. ვენახების უმრავლესობა 15-25 წლისაა. მათგან 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120  კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის.  70%  ქართული ტრადიციული ყურძნის ჯიშები წარმოადგებს, 30% კი, საერთაშორისო ცნობილი სახეობებია.  კომპანია აწარმოებს წყნარი ღვინის, ცქრიალა ღვინოსა და მაღალ ალკოჰოლურ პროდუქტებს, რომელიც თამადას, ძველი თბილისის, ადამანტი, ვისმინოსა და ელიბოს სახითაა ცნობილი. სულ მალე კი მომხმარებელს საკუთარი ვენახებიდან ბიო-ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ ღვინოს წარუდგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:33

    SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით ტატო ახა...

    ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენით «ხავერდის მზე», რომელიც დღეს გაიხსნება. გამოფენაზე, რომელიც 5 მაისამდე გაგრძელდება, წარმოდგენილი იქნება არტის...

  • 17:27

    რაში მდგომარეობს HUAWEI Mate20 სერიის ელემენტის გ...

    HUAWEI-ს სმარტფონების უპირატესობას, სხვა ბრენდებთან შედარებით, პროდუქციის მაღალი ხარისხი, თანამედროვე დიზაინი და ტექნიკური მონაცემებისა და ფასის იდეალური შეხამება განაპირობებს. HUAWEI ქმნის მომხმარებე...

  • 12:30

    საქართველოს ბანკი, დეველოპერული კომპანია რედკო და ...

    15 თებერვალი, 2019- საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, დეველოპერულ კომპანია რედკოსთან და სამშენებლო კომპანია ანაგთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. აღნიშნული თანამშრომლობა გულისხმობ...

  • 10:28

    თიბისი ბანკის საგანგებო განცხადება...

    დღეს, თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკისგან მიიღო წერილი, რომელშიც მოთხოვნილია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვება მომდევნო ორი თვის განმავლობა...

  • 16:41

    „ქავთასის“ გასაოცარი შედეგები...

    სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიშა ბერიძე ინტერნეტში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ქართული ნაყენის „ქავთასის“ გასაოცარ შედეგებზე წერს. სტატუსიდან ირკვევა, რომ უშედეგო მკურნალობის შემდეგ, პაციენტმა ფიტოთე...

  • 10:52

    თიბისი არტ გალერეაში უშანგი ხუმას პერსონალური გამო...

    თიბისი არტ გალერეაში უშანგი ხუმას (ხუმარაშვილი) პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ხუმარაშვილის რიგით მეათე პერსონალური გამოფენა მხატვრის საიუბილეო თარიღისთვის გამოცემულ ალბომს ეძღვნება.2018 წელს უშანგი ხუ...