1 7 : 4 2
 | 

ბიზნესი

პრინტ ფესტივალის ფარგლებში ზუგდიდსა და თბილისში ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნოლოგიის მასტერკლასები ჩატარდა

საერთაშორისო პრინტ ფესტივალის - „LIFE - N - STYLE“ ფარგლებში ზუგდიდსა და თბილისში ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნოლოგიის მასტერკლასები ჩატარდა. თიბისის მხარდაჭერით, პრინტ ფესტივალი საქართველოში უკვე მესამედ ტარდება.

ფესტივალი, რომლის მიზანი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ხელით ბეჭდვის (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა) განვითარების ხელშეწყობაა, აგვისტოში თუშეთსა და ბათუმში იმოგზაურებს. დასკვნითი ღონისძიება კი დედაქალაქში ოქტომბერში გაიმართება.

ფესტივალი პრინტის, კერამიკის, ტექსტილისა და დიზაინის სინთეზს წარმოადგენს და მის ფარგლებში ქართველი და უცხოელი მხატვრების მიერ ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნიკით შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ვორქშოფების ფარგლებში ახალგაზრდებთან ერთად საკუთარი ნამუშევრები ისეთმა ცნობილმა არტისტებმა შექმნეს, როგორებიც არიან: გელა წულაძე, მარი ათანელი, ოლეგ ტიმჩენკო, ყარამან ქუთათელაძე, გუგა კოტეტიშვილი, გია ბუღაძე, გურამ წიბახაშვილი და სხვები. ხელით ბეჭდვის უნიკალური დარგის გასაცოცხლებლად შექმნილი პროექტი, ქართველი არტისტების გარდა, ხელოვანებს აზერბაიჯანიდან, კანადიდან, ისრაელიდან, ლიბანიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან აერთიანებს.

ბეჭდვითი მედია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა საქართველოში მივიწყებული დარგია. ხელით ბეჭდვაში თავად არტისტია ჩართული და მისი ყოველი ნამუშევარი ორიგინალია. პრინტი ნამუშევრის 10-15 ეგზემპლარად ტირაჟირების შესაძლებლობას იძლევა, რაც ნამუშევრის მასობრივად გავრცელებას ამარტივებს და მის ღირებულებას ხელმისაწვდომს ხდის.

„LIFE - N - STYLE“ - „ცხოვრების სტილი“ - ფესტივალის კონცეფციაა. „DO OR DO NOT“ – „თუ აკეთებ გააკეთე“ - კი წლევანდელი თემა.

ფესტივალი სტარტს თუშეთში, 8 აგვისტოს აიღებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:35

    HUAWEI -მ ფოტოების გადაღება ბევრად უფრო მარტივი გა...

    HUAWEI -მ უკვე ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ის არის ღირსეული  და მოწინავე ბრენდი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ინოვაციებით (ან სიახლეებით- ორივე ერთად იგივე შინაარსისაა)  გვანებივრებს. Leica-სთან ...

  • 10:50

    “თეგეტა მოტორსის” უპრეცედენტო შეთავაზება ზაფხულის...

    „თეგეტა“ საზაფხულო კამპანიის ფარგლებში  #სადაცარუნდამიდიოდე მომხმარებელებს ზაფხულის საბურავებს უპრეცედენტო ფასად 59 ლარიდან სთავაზობს, აქცია მოქმედებს „თეგეტას“ ყველა სერვის ცენტრში მთელი საქართვ...

  • 12:11

    მტვერი და ბუნებრივი ვენტილაციის არარსებობა თბილისშ...

    ჰაერის დაბინძურებაში მნიშვნელოვან როლს ავტოტრანსპორტის გარდა სხვა ფაქტორებიც თამაშობს - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის“ წარმომადგენლები აცხადებენ. „ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგ...

  • 12:07

    მარნეულში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხს...

    მარნეულში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის განახლებული აფთიაქი გაიხსნა. საზეიმო ლენტი მარნეულის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ გაჭრეს. გახსნის ...

  • 10:56

    თიბისი სტატუსმა თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხა...

    თიბისი სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის - თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს ხელოვანის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის...

  • 10:54

    კატეგორიებში ფერი დაგარჩევადობა HUAWEI P20 Pro ლიდ...

    დღეს, სმარტფონი, თითქმის ყველას აქვს. ბევრმა, არც კი იცის კუთვნილი მობილური ტელეფონის შესაძლებლობები. თავის მხრივ კი, მწარმოებლები, ცდილობენ, რაც შეიძლება მძლავრი მონაცემების მქონე მობილური შექმნ...

  • 14:03

    თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითარების ბანკმა 50 მი...

    თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითარების ბანკმა 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეს არის ყველაზე მსხვილი სასესხო რესურსი, რომელიც ჩინეთის განვითარების ბანკმა...