2 2 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

,,ფოლკლორის დღეები" ბათუმში გრძელდება

ჩამოტვირთვა

Check in Georgia- ფარგლებში, ზღვისპირა ქალაქი  ”ფოლკლორის დღეებსმასპინძლობს. ფესტივალი 29 ივლისიდან დაიწყო და კონცერტები ყოველდღიურად  ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან იმართება. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი 26 აგვისტომდე გაგრძელდება და  მოეწყობა 24 კონცერტი, რომელშიც 45 ანსამბლი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, აჭარისა და თბილისის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლები, ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მნიშვნელოვანია, რომ ფოლკლორის დღეებისაქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.


უნიკალური ქართული ფოლკლორი უცხოელი სტუმრების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, შესაბამისად, მისი პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ფესტივალის მიზანია ქალაქ ბათუმში ჩასულ სტუმრებს მიეცეთ ქართული ხალხური შემოქმედების გაცნობის საშუალება. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები