თიბისიმ და EBRD-იმ “ლოპოტა სპა რეზორტის” ინფრასტრუ...
თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, “ლოპოტა სპა რეზორტის” ახალი პროექტები 9 400 000 ევროთი დააფინანსეს, რომლის ფარგლებშიც, ივნისში ახალი ობიექტები გაიხსნება:...
|
ფრანკფურტის წიგნის 70-ე საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში, საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის მთავარ სცენაზე,თიბისის მხარდაჭერით, ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფის - მარტინ პარის წიგნის - „Martin Parr Tbilisi“ პრეზენტაცია შედგა.
1980-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფოტოგრაფი და პრესტიჟული სააგენტო „მაგნუმის“ წევრი - მარტინ პარი საქართველოს თბილისის მერიის მოწვევით 2018 წლის ივნისში მესამედ ესტუმრა. წიგნი ფოტოგრაფის თბილისშიგადაღებული ფოტოების მიხედვით შეიქმნა და ერთ-ერთ ცნობილ გერმანულ გამომცემლობასთან - „Prestel Publishing“-თანთანამშრომლობით, მიუნჰენში გამოიცა. წიგნში ასევე შევიდა პარის 2009 წელს თბლისში გადაღებული რამდენიმე ფოტო. წიგნის ტექსტი აკა მორჩილაძეს ეკუთვნის. პრეზენტაციის მოდერატორი და წარმდგენი ომის ცნობილი ფოტოგრაფი, „Magnum Photos“ პრეზიდენტი - თომას დვორჟაკი იყო.
მარტინ პარიმ ინოვაციური სახეებისა და სოციალური ფოტოგრაფიის მიმართ განსხვავებული მიდგომის, ასევე, დიდ ბრიტანეთში და მის საზღვრებს გარეთ ფოტოგრაფიის კულტურაში შეტანილი წვლილისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ნამუშევრებში დაკვირვების სიზუსტისა და განსხვავებული ფერების გამო პარი 1980-იანი წლებიდან ყველაზე წარმატებული და პოპულარული ფოტოგრაფების სიაში მოხვდა და სააგენტო Magnum Photos-ს ერთ-ერთი მთავარი წევრი გახდა.
პარალელურად, საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონში გამოფენა - „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიხსნა. ექსპოზიცია 71 წლის მანძილზე, მაგნუმის წევრი ისეთი ფოტოგრაფების მიერ თბილისში გადაღებულ 35-მდე ფოტოს აერთიანებს, როგორებიც არიან: რობერტ კაპა, ანრი კარტიე ბრენსონი, კარლ დე კეიზერი, გიორგი პინხასოვი, იონას ბენდიკსენი, პაოლო პელეგრინი, თომას დვორჟაკი და მარტინ პარი. ექსპოზიცია იწყება ფოტოებით, რომელიც რობერტ კაპამ, 1947 წელს, ჯონსტეინბეკთან თბილისში მოგზაურობისას გადაიღო. სწორედ ამ წელს დაარსდა სააგენტო Magnum Photos. გამოფენას მარტინპარის მიერ 2018 წელს შექმნილი ნამუშევრები ასრულებს.
მოგვიანებით, აღნიშნული ექსპოზიცია თიბისისა და თბილისის მერიის ინიციატივით თბილისს გადმოეცემა და გამოფენის ნახვა ყველა მსურველს შეეძლება.
Magnum Photos ფოტოგრაფიული კოოპერატივია, რომელიც თავად წევრ ფოტოგრაფებს ეკუთვნის. „მაგნუმის“ ფოტოგრაფები ძლიერი ინდივიდუალური ხედვით აღწერენ მსოფლიოს, ადამიანებს, მოვლენებსა და პრობლემებს. 4 სარედაქციო ოფისით ნიუ-იორკში, ლონდონში, პარიზსა და ტოკიოში და 15 ქვესააგენტოს ქსელით, Magnum Photos ფოტოებით ამარაგებს პრესას, გამომცემლობებს, სარეკლამო სფეროს, ტელევიზიას, გალერეებსა და მუზეუმებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სააგენტოს ბიბლიოთეკა ცოცხალი არქივია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მიწოდებული ნამუშევრებით ყოველდღიურად ახლდება.
ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის პავილიონი 9ოქტომბერს გაიხსნა. ქართული პროგრამა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, კონცეფციით - Georgia Made by Characters – „ანბანით მოთხრობილი საქართველო“ წარდგა. კვირეულის ფარგლებში, პავილიონში, საქართველოს ეროვნულ და თემატურსტენდებზე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 20-მდე სცენაზე, ათობით ლიტერატურულ და კულტურულ სივრცეშიქართველი ავტორებისა და არტისტების სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ასობით ღონისძიება გაიმართება.
თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, “ლოპოტა სპა რეზორტის” ახალი პროექტები 9 400 000 ევროთი დააფინანსეს, რომლის ფარგლებშიც, ივნისში ახალი ობიექტები გაიხსნება:...
იაპონური კულტურისა და სამზარეულოსადმი გამორჩეული ინტერესი საქართველოში ოცდამეერთე საუკუნესთან ერთად დაიწყო. ამ ინტერესს, უპირველეს ყოვლისა, ახალი თაობა იჩენს. ახალგაზრდებში ანიმეს სიყვარული, როგორც წ...
თიბისი ბიზნესის ორგანიზებით, თიბისი ბიზნესის განათლების ფარგლებში, თბილისსა და გორში ორი შეხვედრა გაიმართა. თბილისში გამართულ ვორქშოფზე მოსულ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ...
“თიბისი დაზღვევამ” და “ენთებმა” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც “ენთების” პარტნიორ კომპანიებს შეეძლებათ მიიღონ სპეციალური პირობა თიბისი დაზ...
ზაფხულის მოახლოებასთან და ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მძღოლმა იცოდეს, როგორ მოამზადოს ავტომობილი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის,...
“თეგეტა აკადემიის“ დელეგაცია ჰოლანდიაში იმყოფებოდა. სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონა...
მსოფლიო საავტომობილო ბაზრის 14% დღეისათვის ელექტრომობილებს უჭირავს. მსხვილი ავტომწარმოებლები ერთგულად მიჰყვებიან განაცხადსა და დანაპირებს ეკომეგობრული ტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებით. წ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები