0 1 : 4 8
 | 

ბიზნესი

„ვისოლი“ ახალ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს - “იმოგზაურე ნარჩენების გარეშე”

„ვისოლი“ გარემოსდაცვით ორგანიზაცია CENN -თან ერთად ახალ გარემოსდაცვით კამპანიას  - “იმოგზაურე ნარჩენების გარეშე” იწყებს და მძღოლების მიერ მგზავრობისას ავტომობილიდან  ნასროლი ნარჩენების დასუფთავების აქციით მოუწოდებს საზოგადოებას გაუფრთხილდნენ გარემოს. ცენტრალური ავტობანის გორის მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსთან არსებული ტერიტორიის დასუფთავებაში „ვისოლის“ თანამშრომლებთან ერთად, CENN -ის მოხალისეები და გორის უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

 

„ვისოლის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ძირითადი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა. დღევანდელი აქციით გვსურს მგზავრებს მოვუწოდოთ არ დაანაგვიანონ გარემო და გაუფრთხილდნენ იმ მდიდარ ბუნებრივ რესურსებს რაც საქართველოს აქვს. მგზავრობისას გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამსუბუქებლად უახლესი ევროპული სტანდარტის საწვავის იმპორტის გარდა, „ვისოლი“ ეკო მეგობრული ავტოტრანსპორტის  პოპულარიზაციასაც ახდებს და საქართველოში ელეტრომობილების დამტენი სადგურების ქსელს ავითარებს.“ აცხადებს ვისოლის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

           

დასუფთავების აქციები კამპანია “იმოგზაურე ნარჩენების გარეშე” გაგრძელდება ცენტრალური ავტომაგისტრალის  გასწვრივ და ეცდება იმოქმედოს მძღოლთა სამოგზაურო ქცევაზე, რომ ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს. 

სარეკლამო ადგილი - 46
850 x 250

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:06

    ქუთაისში ელექტრომობილების საწარმო აშენდება...

    Aigroup ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტს წარადგენს 20 ივნისს, 22:00 საათზე (მის: ქუთაისი, დავით აღმაშენებლის მოედანი) ინდუსტრიული ჰოლდინგი  Aigroup ოფიციალურ პრეზენტაციას გ...

  • 16:19

    PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ...

    PSP მომხმარებელს ცნობილ გერმანულ დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდ ესენსს (Essence) შესთავაზებს. ესენსი ცნობილი გერმანული ჯგუფი „კოსნოვას“ წევრია, რომელიც გერმანიაში და ცენტრალურ ევროპაში გაყიდვებით (რაოდე...

  • 16:17

    საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ, ინოვაციურ საგადამ...

    19 ივნისი, 2019- საქართველოს ბანკი  მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისისა თუ პროდუქტის შეთავაზებას აგრძელებს.  მგზავრთა მეტი კომფორტისა და ტაქსის მძღოლებისთვის ახალი ფინანს...

  • 16:12

    პაშა ბანკი სპონსორობას Caspian Energy Forum Tbilis...

    პაშა ბანკი რიგით მერვე „კასპიის ენერგეტიკის ფორუმის” სპონსორია. საქართველოს მთავრობის, აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში და Caspian European Club-ის მხარდაჭერით, ფორუმს ორგანიზებას კომპანია Caspian E...

  • 16:05

    საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ...

    18 ივნისი, 2019 - საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ფორუმზე განიხილეს ინფრასტრუქტურის დარგში არსებული სიახლეები, გამო...

  • 11:43

    საქართველოს ბანკის ჯგუფი (Bank of Georgia Group PL...

    18 ივნისი, 2019- საქართველოს ბანკის ჯგუფი ელექტრონული ეკოსისტემების განვითარებას აგრძელებს და ერთერთი  წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმის- extra.ge-ის   განვითარებაში ინვესტირება...

  • 13:10

    კახეთში თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმი ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებითა და ფონდი EFSE-ს მხარდაჭერით, რეგიონული ბიზნესფორუმები გრძელდება. აჭარისა და იმერეთის შემდეგ, ფორუმის მონაწილეები ამჯერად კახეთში შეიკრიბნენ. ბიზნესფორუმში მონაწილეობა იმ მცირ...